ხვიჩა ჩიხში - როგორმე "რუბინს" თავი უნდა დააღწიოს, მაგრამ როგორ?

AutoSharing Option
„რუბინი“ მოსკოვის „დინამოსთან“ მოსაგებ მატჩში დამარცხდა (2:3), გუნდთან, რომელიც მეორე ადგილზეა და ჩემპიონობისთვის იბრძვის. ეს შეხვედრა დედაქალაქელებს არ მოუგიათ, ყაზანელებმა წააგეს, რადგან მათი გუნდი დაუკომპლექტებელია და თუნდაც რუსეთში მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა არ შეუძლია, მისი ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია კი ამ დონისთვის კარგა ხანია აშკარად გადაზრდილია და უმოტივაციოდ იმყოფება.

ჩვენებურმა კოჭ-წვივის არეში დისკომფორტი იგრძნო და შეცვლა თავად მოითხოვა. იქამდე კარგად ირჯებოდა, საგოლე გადაცემა გააკეთა და ერთადერთი იყო, რომელიც თამაშს ამწვავებდა. ნამატჩევს ის მოედანზე დაბრუნდა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. „რუბინის“ მწვრთნელმა
ლეონიდ სლუცკიმ კი განაცხადა, რომ ტანმაღალი ოლივერ აბილდგორის გარეშე სტანდარტულებისას გაუჭირდათ, უხეში შეცდომები დაუშვეს, სასტარტოს ფეხბურთელებთან პრეტენზიები არ აქვს, ხოლო მიხიალ კოსტიუკოვმა ფეხი მოიტეხა და საოპერაციოა. კვარაცხელიაზე არაფერი უთქვამს, რაც გვაფიქრებინებს, რომ სერიოზული არაფერი სჭირს და უბრალოდ, თავის დაზღვევის მიზნით მოითხოვა შეცვლა, რაც სავსებით გასაგებია.

„რუბინი“ სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა და რუსეთშიაც კი არ აქვს არანაირი პერსპექტივა. ამდენად, ხვიჩა მოტივაციის გარეშეა და მთავარია, იქაურობას თავი დააღწიოს. რა თქმა უნდა, ამ კლუბმა მისთვის ბევრი გააკეთა და მასში გადაჭარბებულ თანხას სულაც არ ითხოვს - 20 მილიონიც ღირს და უფრო მეტიც. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუ დენის მაკაროვში იმავე მოსკოვის „დინამომ“ 10 მილიონი გადაიხადა, ქართველი თუნდაც ორჯერ მეტი აღარ ღირს?

ხვიჩას შეფასებაში სუბიექტურნი არ ვართ, რამეთუ ყველა საფეხბურთო კომპონენტში ჩინებულია: აქვს შესანიშნავი სისწრაფე და მათ შორის, სასტარტო, ტექნიკა, დრიბლინგი, ორივე ფეხით თამაშობს, ხედავს მოედანს, ზუსტ და დროულ გადაცემებს აკეთებს, კარგი დარტყმა აქვს; თითქოს ფიზიკურად ძლიერი არ ჩანს, მაგრამ გარღვევაზე წასვლისას მასზე ფიზიკურად ძლიერ მეურვეებს ტანს მოხერხებულად ჩაუდგამს და ამ მხრივაც არ უდებს ტოლს. უკვე დაცვასაც სათანადოდ ეხმარება. რაც მთავარია, ახალგაზრდაა, ზრდის პოტენციალი აქვს და გააჩნია ღრმა სათამაშო ინტელექტი.

ისიც არ შეიძლება, 20 წლის ბიჭს, ნახევარმცველს, მთელი მოწინააღმდეგე გუნდის მოტყუება, გოლების გატანა და გამარჯვებების მოპოვება მოსთხოვო და ეს მაშინ, როდესაც ყაზანურ გუნდს შეტევების განვითარების სხვა საშუალება, ფაქტობრივად, არ გააჩნია. ყოველივე აქედან გამომდინარე, თავსაც უფრთხილდება და არ სურს, ღმერთმა დაიფაროს და, კოსტიუკოვის ბედი გაიზიაროს. ჩვენ ხომ შესანიშნავად ვიცით, რას ნიშნავს ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის სერიოზული ტრავმის მიღება.

გამოსავალი მხოლოდ წასვლაა, მაგრამ კლუბი ასე ადვილად ვერ შეელევა და მათი პოზიციაც გასაგებია. ამიტომ რაღაც კომპრომისი უნდა გამოინახოს, თორემ სიტუაცია ჩიხში შევიდა. ვინმე კომპეტენტურმა ამ საქმეს ხელი უნდა მოჰკიდოს და „რუბინის“ ხელმძღვანელობას აუხსნას, რომ ტრანსფერი აუცილებლად უნდა განხორციელდეს. წინააღმდეგ შამთხვევაში, ფინანსურად თავადაც იზარალებენ, მაგრამ ვინაა ამის ამხსნელი და გამკეთებელი?

მკითხველის კომენტარები / 17 /
აგერ ვარ მე და აგერა ხართ თქვენ-მამარდა უფრო ძვირადღირებული ფეხბურთელი იქნება ვიდრე ხვიჩა
ბაბუაწვერა
29 ნოემბერი 2021 20:41
3
აგერ მე და აგერ თვენ, თუ ვინმე გადაიხდის ხვიჩაში 20 მილიონს. სადმე დავწერე ხვიჩა ცუდი ფეხბურთელია გრანდში თამაშს არ იმსახურებს მეთქი? ამ სტატისტიკით და ამ მოცემულობით არცერთი გუნდი 20 მილიონად არ აიყვანს, 20 მილიონიანი გარემარბი უფას როსტოვსს და ხიმკს უდა ანგრევდეს მარტო. აგერ უყურეთ მალკომის თამაშს ზენიტში, და ის ვერ გასცდა რუსეთს. შეიძლება 6-9 მილიონამდე გადაიხადოს ვინმემ მაგრამ არცერთი ტოპ ჩემპიონატის პირველი 7-ეულის კლუბი 20 მილიონს ზამენის ფეხბურთელში არ გადაიხდის (იმედია პირდაპირ ძირითადის საკვანძო ფეხბურთელად არ განიხილავთ) თუ მას არ აქვს საკმარისზე მეტი დამტკიცებული გუნდში. ტრანსფერმარკეტი არსად დაგეკარგოთ კიდევ ერთი კონტრაქტი მაინც თუ ემთხვევა მანდ გამოტანილ ფასს ჯერ ის შეამოწმეთ.
semi
29 ნოემბერი 2021 18:23
5
რა შუაშია ჩვენ გვიყვარს და კარგი გვგონია? ამით აკნინებთ უნიჭიერეს ფეხბურთელს. როგორც გვიყვარს გამოჩნდა, არავინაც არ გვიყვარს ჩვენ. ნაკრებში ვერ ჩამოსვლის გამო ადამიანს ზედ გადაუარეს, აფურთხეს, აგინეს და ათასი სიბინძურე მისწერეს.
ტრანსფერმარკეტსაც "უყვარს" ალბათ და იმიტომ აუწია სატრანსფერი ფასს თორე ისე ხვიჩა რა ფეხბურთელი კია :დ
რას არ იზამენ, რომ დაამცირონ მისი შესაძლებლობები, ახლა სიყვარული მოიმიზეზეს, ნეტა რაში ჭირდება ვინმეს ეგ სიყვარული და ყალბი გულშემატკივრობა, ისე არიან მიჩერებული ოღონ სადმე ფეხი დაუცდეს და სიამოვნებით წამოიძახებენ მერე, აი ხომ ვამბობდიო.
კარგით რააა

Herbst
29 ნოემბერი 2021 15:29
0
აი ეგ არის რუსეთი, ჭაობი, ღორები, თუ რამე ვინმეს გაუკეთეს, მერე ათიათასჯერ მეტს უფუჭებენ
დადუნა
29 ნოემბერი 2021 12:34
5
Super menegeri ro yavs magis bralia zustad ro Versad ver midis..... 5 clian Kontrakts ro acerdnen xels da uxarodat 5 celi garantirebuli mainc qveyneba xelpasio mashin rato ver ipiqres ro es bichi ganvitardeba da ese advili ar iqneba misi ganosyidva. Jugeli aris Sakartvelos donis menegeri ro samguralidan cnoris milanshi gadaiyvanos fexburteli
Martali
29 ნოემბერი 2021 12:34
0
უნდა წავიდესო. გეგონება რუბინის დამსხურება არ არის არაფერი. უმადურება ცუდია. გეგონება რუბინს არ უნდა რომ ხვიჩამ მაგრა ითამაშოს.მართლა ბნელა? რატო, ფული არ უნდათ? შედეგი არ აინტერესებთ? რადგან ქართველია, ამიტომ მზად არიან არც შედეგი ქონდეთ და არც ფული? იმისთვის წაიყვანეს რომ გააფუჭონ? ჯერ ამ კითხვებზე გაეცით პასუხი და მერე წასასვლელი ბილეთის ფულს მე გადავუხდი.
პ.ს. რუსეთის იმპერიის ისტორიას თუ გადახედავთ, ნახავთ რომ ყოველთვის იყენებდა სხვა ერების წარმომადგენელ ნიჭიერ ხალხს, თავისთვის. ესე ხდება ყველა დარგში. ოღონდ შენ რომ მერე დაიწყო, შენ ქვეყანაზე ზრუნვა და მათი ინტერესებში არ ჩაჯდეს, გაგანადგურებს. ეხლა ხვიჩა მათ ინტერესებს ნაღდად არ უშლის. საკმარისია საქართველო და რუსეთი ერთ შესარჩევ ჯგუფში მოხვდეს, მერე არ დაინდობენ.
ერიჰაა
29 ნოემბერი 2021 11:19
3
გორის დილას მოუხდებოდა. დემჩენკოსთან გაქაჩავს.
მიდი გელა!!
ვაჟა
29 ნოემბერი 2021 10:47
14
ჩვენ გვიყვარს ხვიჩა და ეს მომენტი ხშირად არასწორ დასკვნებს გვაკეთებინებს. ვინ გადაიხდის ხვიჩაში 20 მილიონს როდესაც უამრავი მსგავსი პერსპექტიული ბიჭეია თუნდაც ზალსბურგსა და აიაქსში, ლიონში ანდერლეხტსა და მსგავს გუნდებში? რუსეთის მეათე ადგილოსან გუნდში მოთამაშე ბიჭში რომელსაც შარშან მთელ სეზონში 5 გოლი და 4 პასი აქ გაკეთებული. და ვინაა დღეს დღეისობით 20 მილიონის გადამხდელი ტოპ კლუბების გარდა? არცერთი. და ფეხბურთელში 20 მილიონი გადაიხადო და ზამენაზე დასვა არ აქ ეგეთი ფუფუნება თუნდაც მარსელს ან და სევილიას, თუ შენში ამხელა ფულს იხდიან მაშინ ძირითადისთვის უნდა მოგიაზრებდნენ არის კი ხვიჩა ასეთი დონის? სამწუხაროდ არ არის. აგერ ჩაკვე გენტის ძირითადშიც კი ვერ ხვდება.
semi
29 ნოემბერი 2021 10:15
7
ნამდვილად კარგი ტალანტია ხვიჩა და იმედი მაქვს დიდ ფეხბურთს ითამაშებს, მაგრამ ეხლა არ აქვს რაც ყველაზე მთავარია (20 მილიონი რომ ღირდეს) - სტაბილურობა.
ჩაკვეტაძე ტრავმამდე ბევრად სტაბილური იყო თავის თამაშებში (ნაკლები ბურთის დაკარგვა და ასე შემდეგ).
კვარას აქვს საოცარი აფეთქების უნარი, მაგრამ სანამ 3-იდან 2 მოქმედება წარმატებული არ ექნება (სტაბილურად), ტოპ გუნდები არ აიყვანენ.
აიაქსის ნაირ გუნდში სიამოვნებით ვნახავდი, სადაც იციან ახალგაზრდებთან მუშაობა და ნამდვილად ასწავლიან ახალს განვითარებისთვის.
nk
29 ნოემბერი 2021 14:57
0
ძალიან დიდი ხანია ფეხბურთს ვუყურებ და სიყვარულით არ ვაკეთებ ნამდვილად დასკვნებს. იმაში გეთანხმებით,რომ რუსეთიდან ფეხბურთელის გასვლა ძნელია, რადგან რუსეთი არარის მაღალი დონის საფეხბურთო ქვეყანა. რაც შეეხება ფასს, ტრანსფერმარკეტმა დაადო 18 მილიონი და იმათმაც სიყვარულით დაადეს? 18 მილიონი რომ ღირს ოფიციალურად ფეხბურთელი გუნდი 20 მილიონს რომ მოითხოვს რა არის გასაკვირი ამაში?
სტატისტიკა არც შარშან ჰქონდა გადასარევი მაგრამ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ზედიზედ და აქ ნაკრებში ნათამაშებით ტრანსფერმარკეტმა ფასი 18 მილიონამდე აუწია. ახლაც შვედეთთან როგორ ითამაშა ნახეთ ალბათ.
ძალიან დი შეცდომა იყო თავიდანვე რუსეთის არჩევა, რადგან ძნელია მერე, ეჭვის თვალით უყურებენ ამ ქვეყანას და მითუმეტეს ჩვენნაირი დაბალი დონის საფეხბურთო ქვეყნის მოქალაქეს, გაასმაგებული შრომა სჭირდება გერმანელ, ესპანელ ან ბრაზილიელთან შედარებით რომ შეამჩნიონ მაგრამ ის რომ გვიყვარს და სინამდვილეში ისეთი ნიჭიერიც არარის როგორიც გვგონია ძალიან დიდ აბსურდად მიმაჩნია.
ჩვენ არ დაგვიდევს ეგ ფასი "სიყვარულით" და მოდი ნუ გადავაყოლებთ ამ სატრანსფერო ფასს. ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია ამ ქვეყნის და ყოველ წუთს იმაზე ნუ ვეჩხუბებით ამდენი არ ღირხარო...
Skeleton
29 ნოემბერი 2021 10:57
0
არ უნდა მოდუნდეს. რუსეთში მხეცი და საშინელება უნდა იყოს, სულ უნდა იფრინოს მაქსიმუმზე უნდა იყოს. ეს ნაკრები კი ეს D.********* როგორმე ევროზე ან მსოფლიოზე უნდა გავიდეს. ეგ არის ის რაც ბევრს არ უნდა ეგ სპეციალურად ჩაგვიშალეს. მოკლედ ეგ არის მთავარი გასარღვევი რა, ნაკრები სანამ არ გავა არაფერი არ იქნება. და მერე ნახავთ,
შურისძიების დროც დადგება.
X.
29 ნოემბერი 2021 08:38
0
Ნეტა ვინმე წაიყვანდეს ამ ზამთარს.
ლომი
29 ნოემბერი 2021 03:43
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული