მიქაუტაძე "სიტის" ყოფილი ვარსკვლავისა და ევროპის გამორჩეული ტალანტის წინააღმდეგ

AutoSharing Option
სამშაბათს, 30 ნოემბერს, 23:45 საათზე, "სერენი"და "ანდერლეხტი" ერთმანეთს ბელგიის თასზე დაუპირისპირდებიან.

rtbf-ი წერს:

"შარლერუასთან" (3:1) გამარჯვებამ "ანდერლეხტის" მთავარ მწვრთნელ ვენსან კომპანის (ბელგიის ნაკრებისა და "მანჩესტერ სიტის" ყოფილი ვარსკვლავი) გარკვეული შვება მისცა, რადგან სამ შეხვედრაში მოუგებლობის გამო ის წნეხში მოექცა.

უკანასკნელ ორ დაპირისპირებაში გამარჯვების შემდეგ "სერენიც" ძალიან თავდაჯერებულია."

გამოცემა გუნდის ლიდერების - გიორგი მიქაუტაძისა და იარი ვერშაერენის ფოტოებს აქვეყნებს. 20 წლის ბელგიელი უეფამ გასული წლის ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელებში დაასახელა. ბელგიის ნაკრების წევრს ეროვნულ ნაკრებში 2 საგოლე პასი აქვს, "ანდერლეხტის" რიგებში გასულ სეზონში
6 გოლი და 4 შედეგიანი პასი ჰქონდა, მიმდინარე გათამაშებაში კი მეტოქის კარი უკვე ორჯერ აიღო, რასაც ამდენივე საგოლე პასიც დაამატა.

რაც შეეხება მიქაუტაძეს - გიორგის 7 გოლი და 1 შედეგიანი პასი აქვს და მის გაზრდას სათასო შეხვედრაშიც ეცდება.

altმიქაუტაძეს ფეხები არ აჰკანკალებია - ბელგიური მედია "ჟორჟზე"

alt"ბომბარდირი და ლიდერი" - ნახეთ, როგორი შემართულია მიქაუტაძე გასახდელში [VIDEO]

altმიქაუტაძე თავისას არ იშლის - არ გაგიკვირდებათ და ისევ გაიტანა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული