"სერენის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე მაგარი გოლეადორიცაა და ლიდერიც, რაც მისი ასაკის ფეხბურთელისგან სასიამოვნოდ გასაკვირია. მას შეუძლია გუნდში საჭირო განწყობა შექმნას.
"სერკლ ბრიუგესთან" გოლის გატანისა და გამარჯვების შემდეგ, გასახდელში ჩვეული ყიჟინა დასცა, ფეხბურთელებიც აიყოლია, მწვრთნელიცა და კლუბის პრეზიდენტიც. სწორედ ასეთი ფორვარდი გვჭირდება და იმედია, მალე საქართველოს ნაკრებშიც უკეთესად წარმოაჩენს თავს. უბრალოდ ამისათვის მეტი ნდობა და სათამაშო დრო სჭირდება.
მან მიმდინარე სეზონში "სერენში" ყველა ტურნირზე უკვე 10 გოლი გაიტანა.