აბუაშვილის დუბლი "პორტუში" და "ატლეტიკოსთან" დაპირისპირების შანსი

AutoSharing Option
18 წლის ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი აბუაშვილმა "პორტუს" 19-წლამდელთა გუნდის შემადგენლობაში დუბლი შეასრულა და "ოლივერენსეს" განადგურებაში თავისი წვლილი შეიტანა - 8:0.

აბუაშვილმა 48-ე წუთზე დასწრებაზე კარგად ითამაშა და მოწინააღმდეგის კარი აიღო, 67-ზე კი რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა და ეფექტური გოლი გაიტანა.

გიორგის გუნდი 44 ქულით ლიდერია და უახლოეს მდევარზე 19 ქულით წინაა. "პორტუს" ახალგაზრდული გუნდი 7 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელ ტურში, მადრიდის "ატლეტიკოს" თანატოლებს უმასპინძლებს. შესაძლებელია, ქართველი ნახევარმცველი ამ დაპირისპირებაშიც ვიხილოთ.

უეფას ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჯგუფში პორტუგალიელებს, "ლივერპულის" მსგავსად, 10 ქულა
აქვთ. "ატლეტიკო" მათ 3 ქულით ჩამორჩება, "მილანმა" კი მხოლოდ ერთ ფრეს მიაღწია.

შეგახსენებთ, აბუაშვილი მანამდე თბილისის "დინამოში" გამოდიოდა.

alt"პორტუმ" გიორგი აბუაშვილი წარადგინა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული