რუსეთის პრემიერლიგის მე-17 ტურში ერთ-ერთ აუტსაიდერ "ნიჟნი ნოვგოროდთან" სტუმრად წაგებულ მატჩში (1:2) "რუბინის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია 52-ე წუთზე შეცვალეს. გულშემატკივრებმა მეკარე იური დიუპინი გააკრიტიკეს, ხოლო მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის "ფიზრუკი" უწოდეს და მის გადაყენებას მოითხოვენ. ზოგიერთი კი აღნიშნავს, რომ გუნდის თავკაცს უკეთესი შედეგის საჩვენებლად სათანადო შემადგენლობა არ ჰყავს. აი, რა თქვა სლუცკიმ შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე.
- რასთანაა დაკავშირებული ხვიჩას ასე ადრეული შეცვლა? თუ მოსროლილი ხელთათმანით ვიმსჯელებთ, ის შეცვლით უკმაყოფილო დარჩა?
- არ ვიცი, უკმაყოფილოა თუ კმაყოფილი, მაგრამ მოედანზე მოქმედების მიხედვით, ჯერ
კიდევ შესვენებაზე იყო შესაცვლელი.
- თქვენი გუნდი ამ სეზონში უკვე მეორედ დამარცხდა "ნიჟნი ნოვგოროდთან". თქვენი აზრით, ეს ერთჯერადი ნეგატიური შედეგია თუ გუნდის კრიზისის მაჩვენებელი?
- შემდეგი კითხვა.
- დრეიერმა მეშვიდე გოლი გაიტანა, უახლოეს მდევარ ბომბარდირების ანგარიშზე მხოლოდ 2 გოლია. თუ გასულ სეზონში გუნდი დესპოტოდმოკიდებულებას განიცდიდა, ახლა დრეიერდამოკიდებულება დაიწყო?
- ჩვენ გვქონდა კვარაცხელია-დამოკიდებულება, დესპოტოვიჩ-დამოკიდებულება და მაკაროვ-დამოკიდებულება. თუ ასე ვიმსჯელებთ, მსოფლიოში, ალბათ, ყველა გუნდი ვიღაცაზე დამოკიდებულებას განიცდის, თუ ჰყავს ისეთი მოთამაშე, რომელსაც ბევრი გოლის გატანა შეუძლია.