"მარცხის მოთამაშეებზე გადაბრალება ქეცბაიას მახასიათებელია" - თემური ხელმძღვანელობას უნდა შეხვდეს

AutoSharing Option
თემურ ქეცბაიამ და "ანორთოსისმა" კონფერენს ლიგაზე მდგომარეობა გამოასწორეს, თუმცა ჩემპიონატში ისევ მძიმე ვითარება აქვთ. "პაეკთან" (2:3) მარცხის შემდეგ sigmalive-ი კრიტიკულ სტატიას აქვეყნებს:

"ქართველის განცხადებები ზუსტად ისეთი იყო, როგორც მისი გუნდი გამოიყურებოდა - კრიზისის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს გარემოებაა. მწვრთნელის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა სისუსტეების, ამოვარდნებისა და გაუმართაობის დიაგნოსტიკა, მათი გამოსწორების გზების მოძიებაა.

თემურმა განსაკუთრებით გაითქვა სახელი, როგორც მწვრთნელმა, რომელიც თვალწარმტაც ტრანსფერებს აკეთებს და შემდეგ მათ ვარსკვლავებად აქცევს. მოთამაშეთა აბსოლუტური უმრავლესობა თავად შეარჩია. შესაბამისად, ეს ხაზს შეცდომების ქრონიკულ პრობლემებს უსვამს. ქართველმა სპეციალისტმა
დაცვაში თამაშის 2 ვარიანტი გამოსცადა, თუმცა წარმატებას ვერცერთმა მიაღწია.

წარუმატებლობისა და მარცხის მოთამაშეებზე გადაბრალება ქეცბაიას მახასიათებელია. "ანორთოსისი" კვლავ მწვრთნელის გუნდად რჩება, მაგრამ მიმდინარე სეზონში ეს აღარაა ისეთი, როგორიც იყო.

არ არის საჭირო, ამას რომელიმე გულშემატკივარი, ჟურნალისტი ან ანალიტიკოსი მიუთითებდეს. ამაზე სტადიონზე დამსწრე გულშემატკივართა განწყობაც მეტყველებს."

kathimerini-ის მიხედვით, თემურ ქეცბაიასა და კლუბის ხელმძღვალებას შორის შეხვედრა იგეგმება, სადაც არსებულ მდომარეობასა და მისი მოგვარების გზებზე იმსჯელებენ.

"ანორთოსისი" 9 დეკემბერს "პარტიზანს" ესტუმრება, 13-ში კი ჩემპიონატში "დოქსას" უმასპინძლებს.

alt"მეტალისტის" მწვრთნელს კვირკველიაზე ჰკითხეს, ქეცბაია ისევ ანერვიულდა - ქართველების შაბათი

altქეცბაიამ სტაბილურობას ვერ მიაგნო, ქართველებს კი ნაკლებად ენდობა - კვიპროსული მედია მსჯელობს

altქეცბაიამ კაჭარავა დააბრუნა, ქართველების "აპოელის" თამაში მალევე შეწყდა

მკითხველის კომენტარები / 5 /
არანაირი თვითკრიტიკა არა აქვს ტიპს... ყველაფერში მართალი ჰგონია თავი.. კარგი ფეხბურთელი კარგ მწვრთნელს არ ნიშნავს!
kaxa
02:04 07-12-2021
2
აქ კი სულ ჟურნალისტებს აბრალებდა წაგებებს.
ILIA
23:52 06-12-2021
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული