„სერენის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ „ანდერლეხტთან“ შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ კარგად გაანეიტრალეს და თავი ვერაფრით გამოიჩინა.
12 დღის განმავლობაში „ანდერლეხტმა“ „სერენი“ მეორედ დაჯაბნა. თუ ჯერ თასზე მხოლოდ პენალტების სერიაში სძლია, ამჯერად ჟუპილერ ლიგის მე-18 ტურში სტუმრად შესვენებამდე მოუთავა საქმე - პირველი ტაიმი 3:0 მოუგო, მატჩის ბედიც გადაწყვიტა და მისი რბევა მეორე ტაიმში გააგრძელა.
73-ე წუთზე სტუმრებმა მეოთხე გოლი გაიტანეს, 82-ეზე მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით მასპინძელთა გუნდის მეკარე დიეტჩი გააძევა, რადგან ხუთივე შეცვლა გამოყენებული ჰქონდათ, კარში ნახევარმცველი პიერო ჩადგა, დედაქალაქელებმა მასაც გაუტანეს და
ფაქტია, „სერენს“ ჯერ ბელგიურ გრანდებთან ტოლ-სწორად ბრძოლა უჭირს, 19 ქულით მე-15 ადგილზეა, პლეი-აუტის ზონას ისევ მიუახლოვდა და 14 დეკემბერს გასვლაზე „სერკლ ბრიუგეს“ დაუპირისპირდება.