მიქაუტაძის უგოლო მატჩი - "ანდერლეხტმა" "სერენი" ისევ გაამწარა

AutoSharing Option
„სერენის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ „ანდერლეხტთან“ შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ კარგად გაანეიტრალეს და თავი ვერაფრით გამოიჩინა.

12 დღის განმავლობაში „ანდერლეხტმა“ „სერენი“ მეორედ დაჯაბნა. თუ ჯერ თასზე მხოლოდ პენალტების სერიაში სძლია, ამჯერად ჟუპილერ ლიგის მე-18 ტურში სტუმრად შესვენებამდე მოუთავა საქმე - პირველი ტაიმი 3:0 მოუგო, მატჩის ბედიც გადაწყვიტა და მისი რბევა მეორე ტაიმში გააგრძელა.

73-ე წუთზე სტუმრებმა მეოთხე გოლი გაიტანეს, 82-ეზე მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით მასპინძელთა გუნდის მეკარე დიეტჩი გააძევა, რადგან ხუთივე შეცვლა გამოყენებული ჰქონდათ, კარში ნახევარმცველი პიერო ჩადგა, დედაქალაქელებმა მასაც გაუტანეს და
კომპანის შეგირდებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

ფაქტია, „სერენს“ ჯერ ბელგიურ გრანდებთან ტოლ-სწორად ბრძოლა უჭირს, 19 ქულით მე-15 ადგილზეა, პლეი-აუტის ზონას ისევ მიუახლოვდა და 14 დეკემბერს გასვლაზე „სერკლ ბრიუგეს“ დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
სამწუხაროდ სერენი ძალიან დაბალი კლასის გუნდია 2-3 ფეხბურთელის გარდა სხვა ყველა დაბალი დონის ფეხბურთელები არიან.
სერენს როგორც ჩანს არც გაძლიერების რესურსი არ აქვს რომ ვინმე დაიმატონ ძირითადი ბირთვი მეცის დუბლებიდან მოყვანილი ფეხბურთელები არიან რომლებსაც არანაირი გამოცდილება არ აქვთ აქედან გამომდინარე სერენი ვერაფრისთვის ვერ იბრძოლებს ერთადერთი მიზანი და ამოცანა ალბათ ის არის რომ არ გავარდნენ.
პატარა ქალაქის პატარა გუნდია მცირე ბიუჯეტით ბელგის უმაღლეს ლიგაში მონაწილეობაც დიდი მიხწევა ასეთი გუნდისთვის.
რაც შეეხება მიქაუტაძეს იქედან გამომდინარე რომ მე 7 ტურში შეურთდა სერენს და 15 მატჩში შეძლო 11 გოლის გატანა ეს ძალიან კარგი შედეგია და იმედი მაქვს მე 2 წრეშიც ერთ მაგდეს კიდევ გაიტანს და შემდეგ სეზონში ან მეცის ძირითადის ფეხბურთელად დაბრუნდება ან სერნზე გაცილებით უკეთეს გუნდში გადავა წარმატებები ყველაფერი მასზეა დამოკიდებული.
გიორგი
03:37 12-12-2021
0
ბოლოსკენ ქონდა ერთი კარგი მომენტი მაგრამ ვერ გამოიყენა ჟორჟი ნამდვილად ნიჭიერი და შედეგიანი ფორვარდია და ყველაფერი წინ აქვს მთავარია შემდეგ თამაშებში მოუმატოს მე რასაც ვაკვირდები ფიზიკურ მომზადების თან აქვს მცირე პრობლემა ძალიან ბევრს მოძრაობა მატჩის განმავლობაში და მე 2 ტაიმის მეორე ნახევარში
უკვე ძალიან ეტყობა დაღლა და აღარაფერი გამოზდის ამ თამაშიც ბოლოს კარგი მომენტი ქონდა მაგრამ აშკარად აღარ ეყო ენერგია ვფიქრობ ამაზე უნდა იმუშაოს
გიო
03:40 12-12-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული