საბერძნეთის მიმდინარე ჩემპიონატზე მესამე გოლი გაიტანა 27 წლის თავდამსხმელმა ბაჩანა არაბულმა.
მე-13 ტურში არაბულის "ლამია" სალონიკში 1:2 დამარცხდა "პაოკთან" - ამ მატჩში ანგარიში ქართველმა მე-7 წუთზე გახსნა, მაგრამ შემდეგ მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს. ბაჩანამ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.
არაბულმა ჩემპიონატის 10 მატჩში 3 გოლი გაიტანა და მათ შორის გასულ თვეში "პანათინაიკოსის" კარიც დალაშქრა.
"ლამია" 10 ქულით მე-12 ადგილზეა და 15 დეკემბერს "ვოლოსს" უმასპინძლებს.