აგრესია გრძელდება - წიტაიშვილს შეიძლება ნაახალწლევს გუნდის გამოცვლა მოუწიოს

AutoSharing Option
„ჩერნომორეცმა“ უკრაინის ჩემპიონატის მე-18 ტურში საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა „მეტალისტი 1925“. ამ შეხვედრაში მასპინძელთა გუნდში შეუცვლელად ითამაშა გიორგი წიტაიშვილმა, ბექა ვაჩიბერაძე დისკვალიფიცირებული გახლდათ, ხოლო სტუმართა მცველი საბა კვირკველია სათადარიგო იყო.

თუმცა ოდესელ ფანებს „ჩერნომორეცის“ არც გამარჯვება უნდათ და არც წარმატება, რადგან ეს გუნდი თითქმის სრულადაა დაკომპლექტებული კიევის „დინამოს“ ფეხბურთელებითა და სამწვრთნელო შტაბით. ამ მატჩის წინ ისინი ისევ დაესხნენ თავს გუნდის ავტობუსს, ქვებით უკანა მინა ჩაუმსხვრიეს და ყვიროდნენ: „აბა, სწრაფად, გაქუსლეთ აქედან“. „ТаТоТаке“ იტყობინება, რომ შავიზღვისპირულ კლუბს თავის სტადიონიანად ბიზნესმენები ბორის
კაუფმანი და ალეკსანდრ გრანოვსკი წლის ბოლომდე 3.5 მილიონ ევროდ შეიძენენ და ფარმ-კლუბიდან მიწვეულ ფეხბურთელებს გაუშვებენ.

უკვე ცნობილი გახდა, რომ „ჩერნომორეცს“ სათავეში ბელარუსული „შახტიორიდან“ ივლისში დათხოვნილი რომან გრიგორჩუკი ჩაუდგება სათავეში, რომელიც ოდესურ გუნდში 2010-14 წლებში მუშაობდა. ის იჯარით აყვანილი ფეხბურთელების გაშვებას და საკუთარი საკადრო პოლიტიკის გატარებას აპირებს. ასე რომ, წიტაიშვილს ნაახალწლევს შეიძლება ახალი ნავსაყუდელის მოძებნა მოუწიოს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
წამოიყვანოს ბათუმის დინამომ.
კახი
20:45 14-12-2021
0
წიტაიშვილი ჯერჯერობით ნამდვილად არ არის ტოპ კლასის მოთამაშე, მაგარმ უდავოდ კარგი ფეხბურთელია, რომელსაც გააჩია ზრდის პოტენციალი. ამას ერთი ნორმალური აგენტი მინიმუმ ნორმალურ ევროპულ ქვეყანაში თავისუფლად მოაწყობს - ბელგია, ავსტრია, შვეიცარია. შეიძლება ჰილანდია-პორტუგალიაც, საიდანაც ერთი ნაბიჯია ტოპ ლიგებამდე. მოკლედ თუ დააღწევს თავს ამ უკრაინას ევროპის და არა რუსეთის მიმართულებით ნაკრებს ნამდვილად გამოადგება და თვითონ ხომ წაადგება და წაადგება. წარმატებები გიორგის!
გიონატ
12:50 14-12-2021
4

სიახლეები პოპულარული