ხვიჩა შარშანდელზე ცუდად ასპარეზობს, მაგრამ ეს იმიტომ არ ხდება, რომ ასე სურს - ცნობილი მწვრთნელი სეზონს აფასებს

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა გაჯი გაჯიევმა business-gazeta-სთან პრემიერლიგის განვლილი 18 ტური შეაფასა. საუბრის ერთი ნაწილი ყაზანის "რუბინს" დაეთმო:

- გასული სეზონის შემდეგ "რუბინზე" დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ ბოლო 11 მატჩში მხოლოდ ორი მოგება აქვთ. არის თუ არა გუნდში კრიზისი?

- გარკვეულწილად - არის. მეჩვენება, ეს გამოწვეულია იმით, რომ ზოგიერთი მოთამაშე წავიდა, ბევრი კი მოვიდა. გუნდი ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ისევე ავადდება, როგორც ადამიანი. დანამდვილებით ვერ გეტყვით, რა არის წარუმატებლობის მიზეზი. დარწმუნებული ვარ, რომ სლუცკის ვარჯიშის პროცესისადმი მიდგომა იგივე დარჩა.

- ცუდი შედეგების გამო დაიწყო საუბრები იმაზე, გადადგეს თუ არა სლუცკი. თქვენი პოზიცია როგორია?

- გადადგომა მხოლოდ
მაშინ არის საჭირო, როცა გუნდზე კონტროლი დაკარგე - მაშინ დამშვიდობება ღირს.

- სლუცკიმ კონტროლი დაკარგა?

-გარედან მეჩვენება, რომ არ დაუკარგავს. სლუცკისთვის გუნდი მისი ოჯახია. კონტროლის დაკარგვა მაშინ ხდება, როცა რაიმე სკანდალია. ვერ ვიტყვით, რომ მოთამაშეებს მონდომება აკლიათ.

მაგალითად, კვარაცხელიაზე ვისაუბროთ - ხვიჩა შარშანდელზე ცუდად ასპარეზობს, მაგრამ ეს იმიტომ არ ხდება, რომ ასე სურს. რაღაც უბრალოდ არ გამოსდის. სადღაც ფიზიკური პრობლემები აქვს, სადღაც - ფსიქოლოგიური.

- ზამთრის პაუზა დაეხმარება კლუბს, ლიდერობისთვის ბრძოლას დაუბრუნდეს?

- აუცილებლად. ბაზაზე მომზადება და სლუცკის მაღალი კვალიფიკაცია მდგომარეობის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.

შეგახსენებთ, ზამთრის შესვენების წინ ყაზანელებს მხოლოდ 22 ქულა აქვთ და მე-10 ადგილს იკავებენ.

alt"კვარაცხელია შეუცვლელი აღარაა" - რუსები ხვიჩას, ბაკაევისა და დრაიერის როლებზე წერენ

altმაშინ იგნატიევი ათამაშონ - რუსები კვარაცხელიას თამაშსა და შეცვლას ირონიულად ეხმაურებიან

altრატომაა რუსული ფეხბურთი განავალი - სლუცკი განმარტავს


მკითხველის კომენტარები / 8 /
მარტვილის მერანში. დაეხმარება კლუბს მომავალ წელს ეროვნულ ლიგა ერთში გამოსასვლელად.
მარტვილი
19:57 14-12-2021
4
ხვიჩას ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი და მათ შორის თავით თამაში, პირველი რიგირ მოთხოვნა მგონია.ის საკმაოდ მაღალიცაა და ფიზიკურად საკმაოდ ძლიერიც რომ საჯარიმოში თავით მეტოქეების კარს საფრთხე შეუქმნას.თუმცა თითქმის არ მახსენდება მის მიერ კარში თავური დარტყმები.მეორე ისაა,რომ ორივე ფეხით კარგად თამაშობს,საკმაოდ კარგი პასიც აქვს და მოედანსაც კარგად ხედავს.ასე რომ იდეაში მას მოედნის ცენტრიდან თამაშის ხელმძღვანელობა და შეტევის ორივე ფლანგზე გაშლა უნდა შეეძლოს.საჯარიმოს წინა ხაზიდანაც ხომ ძალიან სახიფათოდ ურტყამს კარში.როცა ხვან ინ ბომი არ არის,ჰაკშაბანოვიჩის და ბაკაევის ფლანგებზე გამწესებით,ეს რუბინისათვის თამაშის აწყობის ერთერთი ვარიანტია.აქ პრობლემა ის იქნება,რომ ხვანი ძალიან დიდ შავ სამუშაოსაც ასრულებს და ამდენს, დღევანდელი ხვიჩა ვერ ირბენს,თან დაცვითი ოპერაციების დროს ის საკმაოდ ხშირად ჯარიმდება და საჯარიმოს წინ,პოტენციურად სახიფათო ჯარიმებს ხშირად აიკიდებს.უბრალოდ ხვანის არყოფნის დროს,ეს შესაძლოა რუბინისათვის გამოსავალი იყოს,ხვიჩა კი ახალ,ძალიან საჭირო ამპლუას აითვისებს.დღევანდელ რუბინს ძალიან აკლია კვალიფიციური ფეხბურთელები და თამაშის გამაძლიერებელი ფეხბურთელები,რეზერვში თითქმის არ ჰყავთ.ეს კი კარგი ფეხბურთელების მრავალფუნქციურობისაკენ უბიძგებს სლუცკის.ახლო მომავალში მაინც.ხვიჩას ევროპაში წასვლის შემთხვევაში,უნარების მრავალმხრივობა,ძალიან კარგი სტიმული იქნება მისი ყიდვის მსურველებისათვის.მისი დრიბლინგების შესახებ ხომ უკვე ყველამ გაიგო და მისი საწინააღმდეგო გზები, რუსებმაც კი გამონახეს.
სოსო
16:55 14-12-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული