მიქაუტაძემ ისევ ვერ გაიტანა - "სერენი" ისევ დამარცხდა

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის მე-19 ტურში „სერენი“ გასვლაზე 0:2 დამარცხდა „სერკლ-ბრიუგესთან“.

მასპინძლებმა ორივე გოლი შესვენებამდე გაიტანეს. მეორე ტაიმში სტუმრებმა შეუტიეს. მიქაუტაძეს საერთო ჯამში სამი მომენტი ჰქონდა, მათ შორის,  მეკარესთან პირისპირ გასვლის ეპიზოდი, თუმცა ვერ გამოიყენა.

თუ წინა შეხვედრები „სერენმა“ ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლებთან დათმო, ამჯერად ერთ-ერთ აუტსაიდერთან წააგო, სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზე დაქვეითდა და პლეი-აუტის ზონას მიუახლოვდა.

„სერენმა“ ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა და 17 დეკემბერს „კორტრიკს“ უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან სუსტი გუნდია ისეთ გოლებს უშვებენ რომ რავიცი ეტყობა გუნდს რომ გამოუცდელი დაბალი სათამაშო კლასის ფეხბურთელები ჰყავს და მიქაუტაძე მარტო ვერაფერს ვერ იზამს რაც შეუძლია ამ ეტაპზე აკეთებს მე მაინც ვფიქრობ რომ ეს ბიჭი ბელგიაში ვითარდება პროგრესირებს სწორი გადაწყვეტილება იყო სერენში დაბრუნება და კიდევ ბევრი თამაშებია წინ და კიდევ არაერთი შანსი ექნება გიორგის თავის გამოსაჩენად ერთადერთი ქართველია ბელგიაში ვინც ძირითადის ფეხბურთელია წარმატებულად თამაშობს და შედეგებს დებს და იმედი მაქვს სეზონის ბოლოს 15 გოლზე მაინც ავაა 11 აქვს უკვე 15 გოლი რომ გაიტანოს მერე უკვე შემდეგ სეზონში უკეთეს გუნდში გადასვლის პერსპექტივა ექნება და ვფიქრობ ბელგიაში უკეთეს გუნდში ბრიუგეში გენკში ანდერლეხტში ანვერპენში ან თუნდაც გენტში რომ გადავიდეს ეს ძალიან კარგი იქნება მისთვის.
გიორგი
02:49 15-12-2021
0
ჟორჟი ძალიან ნიჭიერია კარგი დრიბლინგი აქვს სისწრაფე და კარგადაც ურტყამს ნელ ნელა უმატებს და რაც მთავარია შედეგიანი ფორვარდია გოლების გატანა შეუძლია თუმცა ამ მატჩში მართლა გააფუჭა 2 კარგი მომენტი ქონდა და 1 მაინც უნდა გამოეყენებინა დღევანდელი მატჩი აშკარად ჩაუვარდა წინა შეხვედრაში ფაქტიურად უშანსოდ იყო ბურთ არც მიუღია თითქმის მარა დღეს ერთი მაინც უნდა გაეტანა. თუმცა ისეთ გუნდში თამაშობს რომ ამ გუნდში თუ ავა 20 გოლზე ეს მართლაც რომ კოლსალური შედეგი იქნება ასეთი სუსტი გუნდიდან ფორვარდმა ამდენი გოლი გაიტანოს იმ ფორვარდს აღარავინ დატოვებს სერენში თუმცა ვფიქრობ ჯობია რომ ეს სეზონიც სერენში დასრულოს და მაქსიმალურად ეცადოს რომ ბევრი გოლი გაიტანოს შემდეგ სეზონში იმედი მაქვს მეცი არ გავარდება ლიგა 1 დან და მიქაუტაძეც თუ მინიმუმ 15 გოლზე ავაა რაც მეტი მით უკეთესი მას აუცილებლად ათამაშებენ მეცის ძირითადში მარა ეს უნდა დამტიცოს სერენში რომ მეცის ძირითადში თამაშს იმსახურებს ჯერ ჯერობით ამტკიცებს მთავარია მშრალი სერია არ გაგრძელოს და შედეგ თამაშებში კვავ დაიწყოს გატანა.
გიო
03:36 15-12-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული