ჩამოწერილი ჰყავს თუ არა ჩაკვეტაძე - მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
დღეს, 15 დეკემბერს, "გენტი" ბელგიის ჩემპიონატის მე-19 ტურში გასვლაზე "მეხელენს" დაუპირისპირდება და როგორც უკვე გაცნობეთ, სტუმართა გუნდის განაცხადში ისევ არაა გიორგი ჩაკვეტაძე. Voetbalprimeur-მა წინასამატჩო პრევიუ შემოგვთავაზა და მწვრთნელის, ჰეინ ვანჰეზებრუკის კომენტარიც დაურთო:

"გასულ ტურში "გენკთან" "გენტმა" გაიმარჯვა, მაგრამ ტრავმა მიიღო ვადის ოჯიდამ და შესაცვლელი გახდა, რომელსაც იმედია, ძალიან დიდხანს არ მოუწევს უქმობა. „ვადისი გამოჯანმრთელდა, თუმცა სამედიცინო შტაბის დასკვნით, ჯერ თამაში არ შეუძლია. ინდივიდუალურად ივარჯიშებს და იმედი მაქვს, რომ მალე დაგვიბრუნდება“, - განაცხადა ვანჰეზებრუკმა.

მწვრთნელი თავისი გუნდის შეტევითი პოტენციალის გამო არ
ნერვიულობს, ოპტიმისტურადაა განწყობილი, რადგან დარწმუნებულია შემადგენლობის სიღრმეში და ოჯიდას გამოკლება პრობლემას არ წარმოადგენს. "მეხელენის" დასამარცხებლად "გენტს" საკმაო "საბრძოლო მასალა" გააჩნია. უბრალოდ დაფიქრდით, როგორი შემცვლელებია მის განკარგულებაში: რომან ბეზუსი, ენდრიუ ჰიულსაგერი და სვენ კუმსი. ვანჰეზებრუკმა დასძინა, რომ ასევე არ ჰყავს ანგარიშიდან ჩამოწერილი გიორგი ჩაკვეტაძე".

შეგახსენებთ, "გენტმა" ყველა ტურნირზე ზედიზედ 7 გამარჯვება იზეიმა, ქვეყნის პირველობაზეც წარმატებულად ასპარეზობს, თასზეც და კონფერენს ლიგაზეც, ხოლო ჩაკვეტაძემ ჟუპილერ ლიგაში 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და იმედი დავიტოვოთ, რომ გუნდში დაკარგულ პოზიციას დაიბრუნებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
აუუ, მოკალით გიო თქვენ! ჯერ და რამდენი წელია, ვერ გაუგეთ, რა ჭირდა, ბიჭს, მერე ასე არ თამაშობს ისე არ თამაშობს!! ტრავმა ჰქონდა ადამიანს, ორი წელია ოპერაციებიშ ქვეშ მოატრიალეს, შეიძლება არასწორი ექიმების გადადგმული ნაბიჯებით, ბიჭი ინვალიდად გახადეს, და ეხლა, იწყებენ!!!!გიო ჯანმრთელობას და წინსვლას გისურვებ!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული