ქართველი მეკარეების ორშაბათი - მაკარიძისა და მამარდაშვილის შანსები

AutoSharing Option
დღეს, 20 დეკემბერს, ქართველი გულშემატკივრებისათვის საინტერესო 2 შეხვედრა გაიმართება, სადაც მონაწილეობა ქართველმა მეკარეებმა უნდა მიიღონ, თუმცა, სამწუხაროდ, ამის შანსი მცირეა.

"ვალენსია" დერბისთვის ემზადება, რის შემდეგაც საშობაო არდადეგები დაიწყება - "სიუტატ დე ვალენსიაზე" "ლევანტეს" ესტუმრება. ხოსე ბორდალასის გუნდს მნიშვნელოვანი დანაკლისი აქვს, განსაკუთრებით, დაცვაში - შეხვედრას პაულისტა, ალდერაითი, ფოლკიერი და ვასი გამოტოვებენ. მასპინძელთა რიგებში "ღამურების" ყოფილი მცველი შკოდრან მუსტაფი ვერ ითამაშებს.

"ვალენსია" 25 ქულით მე-8 ადგილს იკავებს, მის დღევანდელ მეტოქეს კი მხოლოდ 8 ქულა აქვს და გადარჩენისთვის ბრძოლა უწევს. მატჩი ჩვენი დროით
00:00 საათზე დაიწყება.

ამავე დროს, 2021 წელს გიორგი მაკარიძის "ალმერიაც" დაასრულებს - სეგუნდა დივიზიონის ლიდერები ერთ-ერთ აუტსაიდერ "ლუგოს" ესტუმრებიან. ალმერიელები უკანასკნელ შეხვედრებში დღევანდელ მეტოქეს იოლად ჩაგრავენ და ახლაც ფავორიტებად მიიჩნევიან.

მაკარიძე "კოპა დელ რეიზე" მშვენივრად გამოიყურება, თუმცა ჩემპიონატში მისი კონკურენტი და გუნდის კაპიტანი ფერნანდო რუბიო ასპარეზობს.


altმამარდაშვილი თუ ხაუმე? - plazadeportiva-ს მთავარი დილემა

altმაკარიძე თასის მესამე რაუნდში - "ვალენსია" გავარდნას გადაურჩა

altმაკარიძე შეხვედრის გმირად იქცა - "ალმერია" შემდეგ ეტაპზე გაიყვანა [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული