მაკარიძე თასის მესამე რაუნდში - "ვალენსია" გავარდნას გადაურჩა

AutoSharing Option
ესპანეთის თასის მეორე რაუნდში გიორგი მაკარიძის „ალმერიამ“ გასვლაზე 2:1 სძლია „ამორებიეტას“ და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ქართველმა მეკარემ შეუცვლელად ითამაშა. სეგუნდა დივიზიონში მწვრთნელი ხოან რუბი კარში ფერნანდო მარტინესს აყენებს, ხოლო თასზე ქართველს აძლევს თავის გამოჩენის საშუალებას. „ალმერია“ ჩემპიონატს 9-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, „ამორებიეტა“ კი მე-20 ადგილზეა.

„ვალენსიამ“ სტუმრად მხოლოდ დამატებით დროში შეძლო სეგუნდაში მე-17 პოზიციაზე მყოფი „არენტერიოს“ დამარცხება (3:1) და მესამე ეტაპზე გავიდა. „ღამურების“ კარს ხაუმე დომენეკი იცავდა, რომელსაც თასის შეხვედრებში აძლევენ შანსს. გიორგი მამარდაშვილი სათადარიგო იყო.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს კაცი უნდა იდგეს კარში რა მამარდა რა ლორია
mamuka
13:38 17-12-2021
3
Ალბათ მამარდაც დავთარსეთ უადგილო ეიფორიებით და ილუზიებით.არადა რატომღაც დარწმუნებული ვარ ტოპ მეკარე გახდება უეჭველი!
ბაბუაწვერა
09:08 17-12-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული