"ვესტ ჰემმა" ხვიჩას ტრანსფერზე "რუბინს" მიმართა - ყაზანელებმა თანხა დაასახელეს

AutoSharing Option
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება, კლუბები კი ნელ-ნელა აქტიურობენ და სასურველი ფეხბურთელების ხელში ჩაგდებას ცდილობენ.

ინგლისური "ვესტ ჰემი" "რუბინის" ხელმძღვანელობას ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით გაესაუბრა. ბრიტანელებს აინტერესებთ, თუ რა თანხად შეელევიან ქართველ ტალანტს. წყაროს ცნობით, ყაზანურმა კლუბმა ტრანსფერში 13 მილიონი ფუნტი მოითხოვა.

შეგახსენებთ, კვარაცხელიას "რუბინთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.

რაც შეეხება ხვიჩას, თითქოსდა რუსეთის პრემიერლიგაში ეს სეზონი არასახარბიელოდ მისდის, თუმცა შვედეთთან გატანილი 2 გოლის შემდეგ ისევ ყურადღების ცენტრში მოექცა. ამასთან ერთად, ხვიჩას სათამაშო სტილი დევიდ მოიესს ("ვესტ ჰემის" მთავარ მწვრთნელს) გამოადგება.

მომზადებულია
footballinsider247-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 36 /
ვესტ ჰემი კარგი გუნდია მაგრამ მე ვფიქრობ რომ პრემიერ ლიგა არ არის კვარაცხელიასთვის კარგი ჩემპიონატი იქ ძალიან არ უყვართ ტექნიკური ფეხბურთელები და სულ ფეხებში ურტყამენ მცველები და ფიზიკურად ყველა ძალიან მაგრად არის მომზადებული და შეიძლება ახლა ვერ "გაქაჩოს" პრემიერ ლიგაში თამაში.
ჩემი აზრით კვარასთვის ბუნდესლიგა ან ლალიგა ყველაზე კარგი ვარიანტია სადაც უფრო ლაღი თამაშებია ლალიგაში და ბუნდესლიგაში უფრო ტექნიკური შემოქმედებითი გუნდები თამაშობენ ლამაზი უხვგოლიანი შემტევი ფეხბურთის მიმდევრები არიან და მაგ გერმიაში თუ თავს გამოიჩენ ეგრევე ბაიერნის რადარზე ხარ ასე რომ მე ვფიქრობ მისი თამაშის სტილის შესაფერისი ლიგა უნდა მოძებნოს აგენტმა სადაც მას ექნება იმ თამაშის საშუალება რაც იცის და გამოზდის მე ვფიქრობ ახლა სერია ა და პრემიერ ლიგა მისთვის არ არის მისაღები ჩემპიონატები და არც ფრანგლული ლიგა ბუნდესლიგას და ლალიგას დახატავს იქ მაგრად განვითარდება.
გიო
20 დეკემბერი 2021 20:35
4
14 მილიონი ფუნტი არის სავსებით მისაღები თანხა თუ მართლაც არის ინტერესი ვესტ ჰემიდან ეს არ არის ის თანხა სურვილის შემთხვევაში ვესტ ჰემმა რომ უარითქვას 14 მილიონის გასცემენ კვირაში მხოლოდ ხელფასების სახით ფეხბურთელებზე ასე რომ იმედია გამოვა ეს ტრანსფერი მაგრამ აქ მეორე ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა იკვეთება ინგლისში სამუშაო ვიზის აღება არის ძალიან რთული მგონი ნახევარი წელია საჭირო რომ არაინგლისელმა ფეხბურთელმა ეს ვიზა მიიღოს და ამ მხრივ როგორი სიტუაცია ეგ არის გასარკვევი.
გიორგი
20 დეკემბერი 2021 20:20
0
ნეტავი მშვიდობთ გაუშვან და სადაც იქნება და მშვიდობით იქნება წარმატებას მიაღწევს.
ilia
20 დეკემბერი 2021 19:57
2
ინგლისელები კვარას წონა ოქროს გადაიხდიან, და მოვა დღე, როცა სლუცკი შევა კვარას ოთახში და ხმამაღლა დაიყვირებს: "კვარაცხელია! სვეშამი!"
ქუთაისელი
20 დეკემბერი 2021 19:08
1
დილით - "ევერტონიო", ახლა "ვესტ ჰემიო"... ბარემ ინფორმაციის წყაროც დაასახელეთ - ხვიჩას აგენტი ბარონი მიუნჰაუზენი.
კირკიტა
20 დეკემბერი 2021 19:06
15
რუსულ საიტზე ეწერა რო ევერტონი საუთჰემპტონი ვოსფურგი ჯენოა მილანი ოფიციალური შეთავაზება გაეგზავნა რუბინს და თვით აგენტს. კიდე ნახსენები იყო ლაციო და ვესტჰემი დორტმუნდი ინტერი მაგრამ ამათგან ჯერ ოფიციალური შეთავაზება არ გაკეთებულა
beqa
20 დეკემბერი 2021 18:30
3
ღნერთმა ქნას
ძველი ძმაკაცი
20 დეკემბერი 2021 18:23
0
რუბინის საიტზე ხვიჩას ნათამაშები ფეხბურთის ფასი 10.0 მლნ ევროდაა შეფასებული. ვესტ ჰემი ხვიჩას ფეხბურთში კი 14.5 იხდის?
წარმატებები ხვიჩას!
ვაჟა მასწავლებელი
20 დეკემბერი 2021 18:13
8
მშვენიერი ვარიანტია ვესტ-ჰემი.. იმედია შედგება ტრანსფერი.. წარმატებები ხვიჩას..
geo-geo
20 დეკემბერი 2021 17:56
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული