"გენტი" ჩაკვეტაძეს თასზეც არ ათამაშებს

AutoSharing Option
22 დეკემბერს, ბელგიის თასის 1/4-ფინალში, "გენტი" "სტანდარდს" უმასპინძლებს და კვლავ არაა განაცხადში მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე.

ჩაკვეტაძე უკვე რამდენიმე მატჩია არ შეჰყავთ "გენტის" განაცხადში და ბელგიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუნდის დატოვება მოუწევს.

გიორგის ბელგიურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და ჯერ უცნობია, რა ფორმით მოხდება მისი გასხვისება.

მკითხველის კომენტარები / 16 /
საქართველოს ჩემპიონატში რომ ითამაშოს ვითომ რა იქნება?! თუ მაგარია და თავს გამოიჩენს, როგორც ადრე შეამჩნიეს და შიძინეს, ისევ გამოუჩნდება მუშტარი! თუ აქც ვერ ითამაშა, მაშინ რაც არის ეს არის და უნდა შევეგუოთ!
SILVERMARCS
22 დეკემბერი 2021 08:55
0
გიორგი! იმედია ისეთ გუნდში გადახვალ, სადაც მწვრთნელებიც და ექიმებიც დაგეხმარებიან ფორმის აღდგენაში. წარმატებები!
ქ. გ.
22 დეკემბერი 2021 08:29
0
სად არის gia jashi ბაბუა,დააქუხებს სადღეგრძელოს.
ბაბუაწვერა
22 დეკემბერი 2021 06:11
0
ეგ ოდალა ამ საიტზე "ცნობილი" რუსეთის მოყვარულია და ახლა მაგ კომენტარით ცდილობს რუსეთის ისე წარმოჩენას, თითქოს იქ თამაში პრობლემა არაა (ასეც რომ იყოს, რატომ უნდა იყო დაინტერესებული შენი ქვეყნის მტერ ქვეყანაში თამაშობდნენ შენი ნაკრების ფეხბურთელები?!)
Vertical
22 დეკემბერი 2021 05:36
1
მოდით ობიექტურად შევაფასოდ რამდენიმე წეღან წავიკითხე ერთ ერთი ქართველი ჟურნალისტის სტატია რომ ჩაკვეტაძეს გენტის მწვრთნელი არ ენდობა და სათამაშო დროს არ აძლევს ქართველ ტალანტს ეს არის სიცრუე და ასეთი სტატიების დაწერა არ შეიძლება ჯერ ერთი 22 წლის ფეხბურთელი ტალანტად აღარ ითველება ტალანტი არის 16 დან 19 წლამდე ამ ასკის ფეხბურთელბზე ამბობენ სიტყვა ტალანტს.
ახლა რაც შეეხება ნდობა არ ნდობას რაც ეს სეზონი დაიწყო ჩაკვეტაძემ გენტში ითამაშა 15 თამაში 4 თვის განმავლობაში პლიუს ნაკრებში 3 თამაში თუ 4 ანუ ნაკრების მწვრთნელმაც და კლუბის მწვრთნელმაც მისცა საკმარისი დრო და თამაში იმისთვის რომ ფორმა აღედგინა ,მაგრამ ამ დროის განმავლობაში ჩაკვეტაძის თამაშის ხარისხი არ გაუმჯობესებულაა არც ერთ კომპონენტში და ეს არის ფეხბურთელის ბრალი! და არაა მწვრთნელის და როცა ფეხბურთელი კაცს ვერ ატყუებს ვერ ამწვავებს არ დარბის მწვრთნელი რა შუაშია?? როცა მწვრთნელი ნაკრების და კლუბისაც ორივე რომ ერთი და იგივეს ამბობენმ რომ არაფერს აკეთებს ვერ დამანახა თამაში რომ უნდოდაოო და მისი თამაშიდანაც რომ ჩანს ეს ყველაფერი ტალინის ფლორასთან 2-3 მომენტში რომ გამოჩნდები ფეხბურთელი 70 წუთის მანძილზე ამით ყველაფერი ნათქვამია ჩვენ გვიყვარს ქართველებს სუბიექტური შეფასება რახან ქართველია ჩვენია და ყველაფერში მართალია და სხვისი ბრალია და არაა მისი ასე არ შეიძლება გენტში მის პოზციაზე თამაშობს 2-3 ფეხბურთელი, რომელებსაც გოლებიც გაქვთ ბოლომდეც იხარჯებიან და დღეს ჩაკვეტაძეზე მეტსაც აკეთებენ მოედანზე და რა ქნას მწვრთნელმა ?ისინი დასვას სკამზე და ათამაშოს ფეხბურთელი რომელიც არაფერს არ აკეთებს? და კლუბმა არაფრის კეთებაში უხადოს ხელფასი? ნონსენსია და მწვრთნელმაც ღიად დაუფარავად თქვა რომ არაფერს არ აკეთებს და არ იმსახურებს რომ ძირითადში იყოსო და გაუშვებენ აბაა რას იზამენ.
სადაც არ უნდა წავიდეს თუ არ იშრომებს არ ივარჯიშებს და ბოლომდე არ დაიხარჯება და თავის თავს თუ არ მოთხოვს მაქსიმუმ ყველა კლუბში ანალოგიური მდგომარეობა ექნება არავის არ უნდა კლუბში ისეთ ფეხბურთელი რომელიც შედეგის მიჰწევაში ვერ ეხმარება გუნდს.
გიორგი
22 დეკემბერი 2021 03:05
0
მე როგორც ვიცი სლოვანში წიტეიშვილი მიყავთ და არაა ჩაკვეტაძე ისე ძალიან კარგი იქნებოდა ჩაკვეს გადასულიყო 4 ქართველი ერთად კაშო ჯაბა წიტეიშვილი და ჩაკვე ერთად თან სლოვანი კარგი გუნდია წელს პირველ ადგილზეა და ჩემპიონობისთვის იბრძვის და თან ვაისი ქართველებს ენდობა კაშო და ჯაბა სულ ძირითადში თამაშობენ თუ ასე მოხდა და გადავიდა ძალიან კარგი იქნება დაეხმარენიან ბიჭები კაშოსთან ერთად და ჯაბა ს თან ერთად ერთ გუნდში ბევრსაც ისწავლის კიდე და ფაიქოლოგიურადაც განაწყობს თამაშის თვის უკეთესადაც.
გიო
22 დეკემბერი 2021 02:33
3
ჩაკვეტაძის სლოვანში გადასვლის ამბავი საიდან გაიგეთ?
ნიკო
22 დეკემბერი 2021 02:08
0
სლოვანში მიჰყავს ვაისს და დაწყნარდით.
Levani
22 დეკემბერი 2021 01:09
4
იქ დარჩენას,საქართველოში წამოსვლა ურჩევნია.ყველა დაეხმარება და სათამაშო დროც ექნება.ზაფხულამდე ფორმას აღიდგენს,თავდაჯერებულობას.ზაფხულში ევროთასებზე და ნაკრებში თუ გაიბრწყინა,აუცილებლად გამოუჩნდება ნორმალური მყიდველი.კარგ ფეხბურთელადაც აქ ჩამოყალიბდა და არც ახლა ექნება პრობლემა.გენტისათვის ზედმეტ ხარჯად გადაიქცა და მე მგონი თავისუფალ აგენტადაც სიამოვნებით გაუშვებენ.ისე თავის დროზე რომ წესიერი ყურადღება მიექციათ,თვითონაც მოიგებდნენ და გიორგიც.
სოსო
22 დეკემბერი 2021 00:28
2
ფეხბურთელს რომემლსაც არც ტრამვა აქვს და არც დისკვალიფიკაცია ამდენი მატჩი რომ არ შეიყვან განაცხადში არც ჩემპიონატში არც თასზე ეს ნიშნავს იმას რომ უშვებენ გუნდიდან სხვა ახსნა ამას არ აქვს გენტიდან წასვლა არაა ტრაგედია მაგრამ ამ მდგომარეობაში როცა ორ წელიწად ნახევარი ფეხბურთი არ გითამაშIა და რაც დაბრუნდი არ გაქვს შედეგიანი თამასები არ ხარ ფორმაში და ა.შ ძაან რთულია ნორმალური კლუბის პოვნა თან ზამთარში ზამთრის ტრანსფერი ყოველთვის პრობლემურია რადგან ზოგადად მწვრთნელები უკვე ჩამოყალიბებულები არიან შემადგენლობებში სათამაშო სქემაში და კონკურენციაში შესვლა რთულია კარგი იქნება თუ ფეხბურთელს ან აგენტს დაუკავშირდებით ჟურნალისტები და ზუსტად გარკვევთ რაშია საქმე
გურამო
21 დეკემბერი 2021 23:00
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული