"გენტი" ჩაკვეტაძეს თასზეც არ ათამაშებს

AutoSharing Option
22 დეკემბერს, ბელგიის თასის 1/4-ფინალში, "გენტი" "სტანდარდს" უმასპინძლებს და კვლავ არაა განაცხადში მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე.

ჩაკვეტაძე უკვე რამდენიმე მატჩია არ შეჰყავთ "გენტის" განაცხადში და ბელგიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუნდის დატოვება მოუწევს.

გიორგის ბელგიურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და ჯერ უცნობია, რა ფორმით მოხდება მისი გასხვისება.

მკითხველის კომენტარები / 16 /
საქართველოს ჩემპიონატში რომ ითამაშოს ვითომ რა იქნება?! თუ მაგარია და თავს გამოიჩენს, როგორც ადრე შეამჩნიეს და შიძინეს, ისევ გამოუჩნდება მუშტარი! თუ აქც ვერ ითამაშა, მაშინ რაც არის ეს არის და უნდა შევეგუოთ!
SILVERMARCS
08:55 22-12-2021
0
გიორგი! იმედია ისეთ გუნდში გადახვალ, სადაც მწვრთნელებიც და ექიმებიც დაგეხმარებიან ფორმის აღდგენაში. წარმატებები!
ქ. გ.
08:29 22-12-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული