დუბლი სერბმა თავდამსხმელმა მილოშ დელეტიჩმა შეასრულა.
ფამაგუსტურ გუნდში შეუცვლელად ითამაშა გიორგი ლორიამ, ნიკა კაჭარავა კი სათადარიგო იყო.
„ანორთისისმა“ მიჯრით მესამე გამარჯვება მოიპოვა, 22 ქულით მე-4 ადგილზეა და 4 იანვარს „არისს“ უმასპინძლებს.
„ანორთოსისის“ მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ მესამე გოლის გატანა და შეხვედრის ბედის უფრო ადრე გადაწყვეტა შეეძლოთ, ზედიზედ სამი გამარჯვების გოლგაუშვებლად მოპოვება კარგია, ჩემპიონობისთვის ბოლომდე იბრძოლებენ, იანვარში ტრანსფერების განხორციელება ადვილი არ არის და მხოლოდ ისეთ ფეხბურთელებს აიყვანენ, რომლებიც გუნდში მყოფებზე უკეთესები არიან.