თურქეთის სუპერლიგაში მე-18 ტური მიმდინარეობს. "ჰათაისპორი" 29 ქულით მე-5 ადგილს იკავებს, გამარჯვების შემთხვევაში კი "ბეშიქთაშს" გაუთანაბრდება. საბას გუნდს სერიოზული სტუმარი ჰყავს (18:00 საათზე) - მეორეადგილოსანი "ქონიასპორი", რომელსაც 33 ქულა აქვს.
გუშინდელი გამარჯვებით ("ალთაისთან" 2:1) ლიდერი "ტრაბზონსპორი" მდევრებს ძალიან გაექცა (45 ქულით) და საჩემპიონო საკითხზე ინტრიგა ძალიან მცირეა.
27 წლის ლობჟანიძეს შედეგიანი
კვიპროსის ჩემპიონატში "ანორთოსისი" გადადებულ შეხვედრას გამართავს - "პაეეკს" ესტუმრება. ფამაგუსტელები 19 ქულით მე-5 ადგილს იკავებენ და თუკი გაიმარჯვეს, "პაფოსის" გადასწრებას შეძლებენ. მატჩი ჩვენი დროით 19:00 საათზე დაიწყება.
ქეცბაიას გუნდს 2022 წლის 4 იანვრიდან 3 თებერვლამდე ძალიან რთული კალენდარი აქვს - ჩემპიონატში 5 შეხვედრას გამართავს, თასზე კი - ორს. "არისის“ შემდეგ ზედიზედ ოთხი დერბი აქვთ - "აპოელთან", "აელთან", "აეკთან" და "ომონიასთან", შუალედში კი თასის პირველი მატჩია - "პაფოსთან".
ქეცბაია ცენტრფორვარდს ეძებს - სწრაფი და შედეგიანი
ქეცბაია ზედიზედ მეორე გამარჯვებამ გაახარა და ბოლომდე ბრძოლას აპირებს
ლობჟანიძე სომეხ ფორვარდთან ერთად გამოარჩიეს - უცხოელთა საუკეთესო 11-ეული