რას ნიშნავს რივეროს წასვლა? - "ვალენსიამ" მამარდაშვილი მალე უნდა გაიფორმოს...

AutoSharing Option
"ვალენსიას" მხრიდან ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე შესაძლო აქტიურობაზე ესპანური მედია საუბრობს:

levante-emv წერს:

"ერთ-ერთი მთავარი თემა მეკარეებს შეეხება. პირველ გუნდში კიპერების რაოდენობა აშკარად გადატვირთულია, 23 წლის კრისტიან რივეროს კი სათამაშო წუთები სჭირდება. შესაბამისად, მის კლუბში მისი იჯარით წასვლა განიხილება.

იასპერ სილესენის მშვენიერმა ფორმამ, გიორგი მამარდაშვილის მოულოდნელად კარგად თამაშმა და ხაუმე დომენეკის ფაქტორმა რივერო გუნდის 3 მეკარის მიღმაც კი დატოვა."

რივეროს წასვლა იმას უნდა ნიშნავდეს, რომ "ღამურები" მამარდაშვილის თბილისის "დინამოდან" გამოსყიდვის პროცესს დაასრულებს. შეგახსენებთ, გიორგის იჯარას ვადა
31 დეკემბრამდე აქვს, ესპანეთში კი სატრანსფერო ფანჯარა 3 იანვარს გაიხსნება.

altბორდალასის სატრანსფერო გეგმები - მამარდაშვილის საკითხი 3 იანვრის შემდეგ

altქართველი მეკარეების ორშაბათი - მაკარიძისა და მამარდაშვილის შანსები

altმამარდაშვილის მთავარი კონკურენტი "ვალენსიას" მალე დატოვებს?

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული