"მამარდაშვილი "ვალენსიას" 100%-იან მფლობელობაში ზაფხულიდან გადავა" - ყველა დეტალი ტრანსფერზე

AutoSharing Option
სანამ ზარები 2022 წლის შემოსვლას გვამცნობენ, "ვალენსია" გიორგი მამარდაშვილს გაიფორმებს. კონტრაქტი და მისი ყველა პუნქტი, როგორც ფეხბურთელთან, ასევე ქართულ კლუბთან, უახლოეს საათებში შეთანხმდება.

"ღამურების" სამწვრთნელო შტაბს მიაჩნია, რომ მამარდაშვილი მნიშვნელოვანი აქტივია, რომელშიც თანხა გონივრულად იხარჯება. გიორგის ღირებულება 850 ათასი ევროა. თბილისური კლუბი თანხას 2 ნაწილად მიიღებს - 1 იანვარსა და 1 ივლისს. ასე რომ, მამარდაშვილი "ვალენსიას" 100%-იან მფლობელობაში ზაფხულიდან გადავა.

მეკარე კონტრაქტს 3 წლით, 2025 წლამდე გააფორმებს. მისი წლიური ხელფასი გაიზრდება, თუმცა ჯერჯერობით მილიონ ევროს ვერ მიაღწევს.

ამ სეზონში კლუბი მას ფიქსირებულ, ყოველთვიურ გადასახადს უხდის და დამატებით თანხას ბონუსად ურიცხავდა, როცა სასტარტო შემადგენლობაში თამაშობდა.

ქართველი მეკარის საბაზრო ფასი სამი სეზონის შემდეგ უფრო მაღალი იქნება - "დინამო თბილისთან" ნასყიდობის ხელშეკრულებაში წერია, რომ ის ყოველწლიურად ხუთი მილიონით გაიზრდება.

მომზადებულია plazadeportiva-ს მიხედვით 

altრას ნიშნავს რივეროს წასვლა? - "ვალენსიამ" მამარდაშვილი მალე უნდა გაიფორმოს...

altბორდალასის სატრანსფერო გეგმები - მამარდაშვილის საკითხი 3 იანვრის შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 16 /
გილოცავ გიორგი! გისურვებ ვალენსიას ძირითადში ადგილის დამკვიდრებას და წარმატებულ კარიერას!!!
მაგარია!
21:54 24-12-2021
1
არც ისეთი მაგარია მამარდაშვილი, რომ ვალენსიას პირობები უკარნახოს. ძაან ჭკვიანურად მოიქცევა თუ დათანხმდება 3 წლიან კონტრაქტს და ცოტა ხანს სკამზე იჯდება ან გაანათხოვრებენ. ჯიჯი დონარუმა ზის სკამზე როცა საჭიროა არ არი ევროპაში ეგ მიდგომა რო 15 წლის ფეხბურთელი ძირითადში ათამაშონ 90% გაიფუჭებს ფსიქიკს და გადახედე საქართველოს ყოფილ პერსპექტიულებს თუარ გჯერა. არ ყავთ ჩვენზე ნაკლები ნიჭიერები არც ევროპაში.
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული