კანკავას სახით მამოძრავებელი ძალა დაიკარგა - ჯაბას ექსკლუბს "არსენალელმაც" ვერ უშველა

AutoSharing Option
ფრანგული კლუბი "ვალენსიენი" ვერც ლიგა 2-ში ბრწყინავს და გასავარდნ ზონასთან ახლოს იმყოფება. le11hdf-ი ამის გამომწვევ მიზეზებზე წერს:

"პირველ რიგში, საჭირო იყო, კლუბს სწორი სატრანსფერო პოლიტიკა ეწარმოებინა და გუნდიდან წასული ფეხბურთელები შესაბამისად ჩაენაცვლებინა. გუნდმა რამდენიმე მამოძრავებელი ძალა დაკარგა - ჯაბა კანკავა, ჯერომ პრიორი და მალეკ ჩერგუი. თუმცა "ვალენსიენი" არ გაძლიერებულა და "მშიერი დარჩა", მიუხედავად იმისა, რომ კლუბს ისეთი გამოცდილი მოთამაშე შეუერთდა, როგორიც მატეო დებუშია. 36 წლის მცველი, ფრანგული კლუბების გარდა, "არსენალსა" და "ნიუკასლში" თამაშობდა."

რაც შეეხება კანკავას - "სლოვანის" 35 წლის
ნახევარმცველმა "ვალენსიენის" მაისურით სულ 14 შეხვედრა გამართა, მის გარდა კი "ტობოლში", "რეიმსში", "დნიპროში", "კრივბასსა" და თბილისის "დინამოში" ასპარეზობდა.

altვაისი: ყველანი კანკავას და კაშიას მსგავსები რომ იყვნენ, "სლოვანი" სულ სხვა გუნდი იქნებოდა

altკაშიასა და კანკავასთან კიდევ ერთი ქართველი? - ვაისის გუნდის მიზნები

altკანკავას გარეშე და ტრავმირებული მცველით - "ჯვაროსნები" უზბეკეთისთვის ემზადებიან

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული