ლობჟანიძემ "მშრალი სერია" შეწყვიტა - კიდევ ერთი საგოლე პასი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთის თასის 1/16-ფინალში საბა ლობჟანიძემ საგოლე პასი შეასრულა - კონგოელმა ფორვარდმა სენტ ლუისმა "მენემენსპორთან" შეხვედრის 49-ე წუთზე "ჰათაისპორი" დააწინაურა 1:0.

მოგეხსენებათ, ლობჟანიძეს გამორჩეული სეზონი აქვს - სუპერლიგაში 4 გოლისა და 6 შედეგიანი პასის ავტორია, თუმცა 30 ოქტომბრის შემდეგ "მშრალი სერია" ჰქონდა, ვერც გაიტანა და ვერც თანაგუნდელებს გაატანინა, 2021 წელს კი ისევ წარმატებით ასრულებს.

რაც შეეხება შეხვედრას - ანგარიში აღარ ჩეცვლილა. მასპინძლებს მეორე გოლი ვიდეგამეორების შედეგად გააუქმეს. "ჰათაისპორი" მერვედფინალში გავიდა.

alt"ალკმაარიდან" იყო დაინტერესება, იყო "კიოლნის" ვარიანტიც" - საბა ლობჟანიძე საკუთარ მომავალზე

alt

"არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ წინ დიდი გუნდი დგას თუ პატარა..." - საბა ლობჟანიძე "გალათასარაის" დამარცხებას გამოეხმაურა



მკითხველის კომენტარები / 1 /
ცარიელ კარში რო გაიტანა მაინც რომ გადიოდა იმ გოლის მერე დაითარსა
ტოტტი
18:22 28-12-2021
5

სიახლეები პოპულარული