ვატო არველაძემ თურქეთის თასზე გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთის თასის 1/16-ფინალში ვატო არველაძის "კარაგიუმრუკმა" საკუთარ მოედანზე 4:0 დაამარცხა მეორე ლიგის "ბოდრუმსპორი" და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

არველაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო, 43-ე წუთზე გოლი გაიტანა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და 79-ე წუთზე შეცვალეს.

დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა 35 წლის არგენტინელმა ნახევარმცველმა ლუკას ბილიამ, რომელიც სტამბოლურ გუნდში 2020 წელს "მილანიდან" გადავიდა.

არველაძემ თურქეთის მიმდინარე ჩემპიონატის 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა, "კარაგიუმრუკი" კი 19 ტურის შემდეგ 27 ქულით მე-11 ადგილზეა და 8 იანვარს სტუმრად "გაზიანთეპს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ველოდები სტატიას სათაურით: ვატო არველაძემ ბრწყინვალე გოლი შეაგდო, მთელი თურქეთი შოკშია, ვატოს მილანი რეალი და მანჩესტერი ეპატიჟება...
Emigranti
30 დეკემბერი 2021 01:27
0
ეს რომ ამ გუნდში ძალით რომ არის ვერ ხვდება? ბიძამისია დირექტორი თორე ისე ამ გუნდის დონის ნახევარიც კი არ არის ეს ფეხბურთელი
!!
29 დეკემბერი 2021 19:09
4
იყოს მერე-იქნება მოუმატოს და ძირითადში მოხვდეს,ამხელა მასა აქვს-ნაკრებს გამოადგება თუ მოუმატა და ძირითადში მოხვდა.რა ვქნათ,უფრო მამას ჰგავს ვიდრე ბიძებს თორემ უკვე ძირითადშიც იქნებოდა და ნაკრებშიც დახატავდა.
Levani
29 დეკემბერი 2021 19:52
1

სიახლეები პოპულარული