24sports: კაჭარავას პოლონურმა კლუბმა კარგი კონტრაქტი შესთავაზა

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც "ომონიას" კარში "აპოელის" თავდამსხმელ გიორგი ქვილითაიას მიერ გატანილ გოლზე გაიღიმა, "ანორთოსისმა" ნიკა კაჭარავას ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმებით გაუწყვიტა, მაგრამ უგუნდოდ დიდხანს არ დარჩება.

კვიპროსული 24sports-ის ცნობით, კაჭარავას სამსახურით ადგილობრივი აელ-ი დაინტერესდა, მაგრამ მას უფრო უკეთეს კონტრაქტს პოლონური კლუბი სთავაზობს და სავარაუდოდ, ექსტრაკლასაში გააგრძელებს კარიერას. შეგახსენებთ, ნიკა პოლონეთში "კორონასა" და "ლეხში" თამაშობდა.

ამ სეზონში 27 წლის კაჭარავამ ჩემპიონატის 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
8 თამაშში 1 გოლს და მეტსაც მეც გავიტან...
ეგ სტატისტიკა თავდამსხმელისათვის ძალიან დაბალია...
ქომაგი
20:34 30-12-2021
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული