წიტაიშვილის საკითხი 10 იანვარს გადაწყდება - "ჩერნომორეცის" მწვრთნელად გრიგორჩუკი დანიშნეს

AutoSharing Option
ოდესის "ჩერნომორეცმა" კიეველი მწვრთნელი იური მოროზი თავის ოთხ თანაშემწესთან ერთად გადააყენა და გუნდი 56 წლის რომან გრიგორჩუკს ჩააბარა.

ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ ოდესურ კლუბს მალე ახალი მფლობელები ეყოლება და გუნდი სერიოზულად გადახლისდება.

გრიგორჩუკს "ჩერნომორეცმა" სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ის ოდესურ გუნდში 2010-2014 წლებში მუშაობდა და მისი ხელმძღვანელობით უკრაინის თასის ფინალში და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ.

გრიგორჩუკი ადრე "დინაბურგში", "ვენტსპილსში", ზაპოროჟიეს "მეტალურგში", "გაბალაში", "ასტანასა" და ბელარუსულ "შახტიორში" მუშაობდა.

"ჩერნომორეცში" იჯარით მყოფ კიევის "დინამოს" 16 ფეხბურთელს და მათ შორის გიორგი წიტაიშვილს, ალბათ,
ბუქარესტის "დინამოში" გაუშვებენ. "Meta-ratings"-ი იტყობინება, რომ ეს საკითხი 10 იანვარს გადაწყდება, როდესაც შვებულებიდან დედაქალაქური კლუბის პრეზიდენტი იგორ სურკისი და მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ გამოვლენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული