აზაროვი "ტრაბზონსპორთან" კონტრაქტის გასაფორმებლად თურქეთში გაემგზავრა

AutoSharing Option
"ფანატიკი" და სხვა თურქული გამოცემები იტყობინებიან, რომ ბათუმის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების 19 წლის მცველი ირაკლი აზაროვი კარიერას სუპერლიგის ლიდერ "ტრაბზონსპორში" გააგრძელებს.

აზაროვი უკვე თურქეთშია, ტრაბზონულ კლუბთან ყველაფერი თითქმის შეთანხმებულია, მალე მედშემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გაუფორმებენ.

ირაკლის "ტრაბზონსპორი" 1 მილიონ ევროდ შეიძენს და ტრანსფერს განხორციელებულად უახლოეს ხანში გამოაცხადებს.

აზაროვს წარმატებული სეზონი ჰქონდა - ბათუმის "დინამოს" რიგებში საქართველოს ჩემპიონი გახდა და ეროვნულ გუნდში მისი დებიუტი შედგა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
მერე გვიკვირს ჩვენი გუნდები ჯგუფურ ეტაპზე რატო ვერ ხვდებიან.1 მილიონ ევროდ რომ ფეხბურთელებეს უშვეებენ რისი იმედი უნდა გქონდეს.
თემო
19:36 03-01-2022
4
ყოჩაღ, წარმატებები
მაგარია
19:25 03-01-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული