61saat: აზაროვის ტრანსფერთან დაკავშირებით პრობლემაა - ბათუმის "დინამომ" ფასს მოუმატა

AutoSharing Option
თითქმის ყველა თურქული სპორტული გამოცემა იტყობინებოდა, რომ საქართველოს ნაკრების 19 წლის მცველ ირაკლი აზაროვის "ტრაბზონსპორში" ტრანსფერი გადაწყვეტილი იყო, რომელიც გუშინ დილით გაემგზავრა დანიშნულების ადგილზე. სახელდებოდა მისი შესაძენი თანხაც 1-1.8 მილიონი ევრო, მაგრამ 61saat-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრობლემა შეიქმნა:

ტრაპზონში აზაროვის ტრანსფერის საინტერესო განვითარება! მათ ფასი ასწიეს...

"კიდევ ერთი საინტერესო მოვლენა მოხდა ქართველი მოთამაშის, ირაკლი აზაროვის ტრანსფერთან დაკავშირებით, რომელსაც მოელაპარაკნენ და დილით ტრაპზონში ჩაიყვანეს.

მიღებული ინფორმაციის თანახმად, დღეს დაგეგმილი შეთანხმება არ შედგა. ცნობილი გახდა, რომ ბოლო მომენტში ბათუმის
"დინამომ" აზაროვზე ფასი ასწია, "ტრაბზონსპორი" კი მთელი ძალებით ცდილობს პრობლემის გადაწყვეტას.

როგორც ირწმუნებიან, ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტიც ტრაპზონში იმყოფება".

"ფანატიკის" ცნობით, პრინციპული შეთანხმება მიღწეული იყო, მაგრამ როდესაც ფეხბურთელმა დოკუმენტები ბათუმში გააგზავნა, მისი სატრანსფერო ღირებულება გაზარდეს და ამ მომენტისთვის ხელშეკრულება გაფორმებული არ არის.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ჩემთვის რუსიც და თურქიც არის ერთიდაიგივე(ვგულისხმობ სახელწიფოს) ერთმა ქვეყანამაც და მეორე ქვეყანაც წაგვართვა მიწები და დაგვიხოცა ხალხი ზოგიერთები დღეს თურქეთის მეგობარს და პარტნიორს ეძახიან რაც ჩემთვის პირადად სასაცილოა იმ თურქეთის რომელსაც ოსმალეთის იმპერის ნოსტალგია აქვს,მაგრამ ამ შემთხვევაში თუ არჩევანი არის გასაკეთებელი ტრაპზონსა და კრასნოდარს შორის დღეს ტრაპზონი კრასნოდარზე გაცილებით უკეთესი გუნდია და იქ თამაში ჯობია განვითარებისთვის.
ლაშა
03:54 04-01-2022
33
აზაროვის აგენტი არის ბატონი მამუკა ჯუღელი დარწმუნებული ვარ რომ თუ ტაპზონის ტრანსფერი ჩაიშალა ბატონი მამუკა აზაროვს მოაწყობს კრასნოდარში საიდანაც ასევე არის ინტერესი.
გიორგი
03:31 04-01-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული