აზაროვი "ტრაბზონსპორთან" კონტრაქტის გასაფორმებლად თურქეთში გაემგზავრა

AutoSharing Option
"ფანატიკი" და სხვა თურქული გამოცემები იტყობინებიან, რომ ბათუმის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების 19 წლის მცველი ირაკლი აზაროვი კარიერას სუპერლიგის ლიდერ "ტრაბზონსპორში" გააგრძელებს.

აზაროვი უკვე თურქეთშია, ტრაბზონულ კლუბთან ყველაფერი თითქმის შეთანხმებულია, მალე მედშემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გაუფორმებენ.

ირაკლის "ტრაბზონსპორი" 1 მილიონ ევროდ შეიძენს და ტრანსფერს განხორციელებულად უახლოეს ხანში გამოაცხადებს.

აზაროვს წარმატებული სეზონი ჰქონდა - ბათუმის "დინამოს" რიგებში საქართველოს ჩემპიონი გახდა და ეროვნულ გუნდში მისი დებიუტი შედგა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
სამწუხაროდ საქართველოს არ აქვს იმ დონის ჩემპიონატი რომ აქედან პირდაპირ ტოპ ჩემპიონატში წაიყვანონ ვინმე ბოლო 10-15 წლის მანძილზე სულ 2 ფეხბურთელი მახსენდება რომლებიც ტოპ ლიგის ბინადარ გუნდში გადავიდნენ ევროვნული ლიგიდან მჭედლიძე და ყენია და სამწუხაროდ ვერც ერთმა ვერ ითამაშა სხვადასხვა მიზეზების გამო ხოლო ბოლო 10 წლის განმავლობაში საერთოდ არავინ წასულა ტოპში კანკავას გარდა რომელიც რეიმსში იყო 1 სეზონი დღევანდელი მოცემულობა ასეთი პირდაპირ ტოპ ლიგებში წასვლა საქართველოდან არის თითქმის შეუძლებელი მაგრამ საშუალო კლასის ჩემპიონატებიდან არის ინტერესი ქართველ ფეხბურთელებზე ბელგია დანია კვიპროსი თურქეთი რუსეთი შვეიცარია მეტ ნაკლებად ყველა ეს ლიგა თანაბარი დონის ჩემპიონატებია კვიპროსის გარდა რომელიც მათ შორის ყველაზე სუსტია თუმცა კარგი პირობები აქვთ საშუალო დონის ფეხბურთელებისთვის ჰონორალის თვალსაზრისით და სავარაჯიშო გარემოსი.
საქართველოს ჩემპიონატი სადაც 4 გუნდის გარდა სხვა არცერთ გუნდს არ აქვს აკადემია ჩემპიონატი სადაც ყოველ წელს 2-3 გუნდი იშლება არ ჰყავთ გუნდებს სპონსორები რომლებიც რეალურ ინვესტიციებს ჩადებენ კლუბებში რომ დონემ აიწიოს.
ჩემპიონატი სადაც გუნდებს სტადიონები არ აქვთ და ვისაც აქვს მოედნის საფარი არის საშინელ მდგომარეობაში.
14 წელია ვერცერთმა ქართულმა გუნდმა ვერ მოახერხა ევროტურნირების ჯგუფში შესვლა.
ქართული კლუბები ვერ ახერხებენ იმ ევროტურნირზე მოხვედრასაც კი სადაც შარშან გიბრალტარის სომხეთის გუნდები გავიდნენ იმ ჩემპიონატში ნიჭიერ პერსპექტიულ ფეხბურთელს როგორ დატოვებ? ან თუ შეეცდები დატოვო მაგ ფეხბურთელის მტერი ხარ მასე გამოდის ერთ მხარეს არის ტრაპზონი რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძვის და თუ გახდა პირდაპირ ლიგაზე ჯგუფში მოხვდება და მეორე მხარეს ბათუმის დინამო რომელიც ან იზამს რამეს ან არაა კენჭისყრაზე და ბადეზეა დამოკიდებული ყველაფერი.
მე მივესალმები ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელების უცხოეთში გაშვებას ოღონდ უნდა გაკეთდეს სწორი ტრანსფერი ისეთ კლუბში სადაც მას ექნება სათამაშო პრაქტიკა და განვითარების საშუალება.
გიორგი
02:57 04-01-2022
0
შარშან საქართველოს ჩემპიონი ხომ გახდა და ახლა წელს გვინდა თურქეთის ჩემპიონობა. მერე კიდევ ევროპის ტოპ ლიგები და ა.შ.! დიდ წარმატებებს ველით, იცოდე, ირაკლი, და აბა შენ იცი, როგორ გაგვახარებ!!!
0

სიახლეები პოპულარული