აზაროვის "ტრაბზონსპორთან" ტრანსფერი შეჩერებულია

AutoSharing Option
Fotomac-ი daily sabah-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ბათუმის "დინამოს" მცველ ირაკლი აზაროვის "ტრაბზონსპორში" გადასვლაზე მხარეთა შორის მიმდინარე მოლაპარაკება შეჩერებულია.

მიზეზი ფინანსურ პირობებზე შეუთანხმებლობაა.

19 წლის აზაროვი ტრაპიზონში გუშინ დილით მიიწვიეს, ყველაფერზე მოლაპარაკებულები იყვნენ, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო მომენტში ბათუმის "დინამომ" სატრანსფერო ფასი ასწია.

მკითხველის კომენტარები / 16 /
მაინც ვფიქრობ,რომ აზაროვის წასვლა,ნაადრევია.ბათუმში,ის სახლშია და ყველა მის კიდევ უფრო გაძლიერებაზე მუშაობს.ჯერ კიდევ მოზარდია.უნიჭიერესი,მაგრამ ჯერაც ჩამოუყალიბებელი მოზარდი.ნაკრებში თამაშობს,გუნდშიც ლიდერია და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.თუ ბათუმში დარჩება,ზაფხულში ჩემპიონთა ლიგის თამაშებიც მოუწევს და მისი გამოცდილება თუ ფასი,კიდევ უფრო მოიმატებს.იქნებ ისე მოხდეს,რომ იმ დროისათვის გაცილებით ძლიერი ლიგის გუნდები დაინტერესდნენ.საფხულის სატრანსფერო აქტიურობა ხომ ყოველთვის გაცილებით მეტია.თვითონაც მეტად იქნება იმ დროისათვის მომზადებული ფიზიკურადაც და მენტალურადაც.უცხოეთში ჩვენს ტალანტებს რომ არ ეფერებიან,ყველანი ვხედავთ.ამიტომ სჯობია აქედანვე მომზადებულები წავიდნენ.თვითონაც უკეთეს პირობებს მიიღებენ და ბათუმიც თავის წილ მოგებას ნახავს.ალალია მათზეც.ეს მილიონიც უკვე დღესვე,ძალიან ცოტა მგონია,მასში გადასახდელად და იაფად ნაყიდებს რომ არ აფასებენ,ამაშიც ბევრჯერ დავრწმუნდით.ასე რომ ჩემი აზრით,ირაკლის დარჩენა ურჩევნია.ზაფხულამდე მაინც.თუმცა დინამომაც ახალი,გაუმჯობესებული კონტრაქტი უნდა შესთავაზოს,რომ ნამეტანი არ დაიჩაგროს.თურქეთშიც ფინანსური კრიზისია და შესაძლოა ტრაბზონსპორსაც სირთულეები შეექმნას,ასე რომ ეს ტრანსფერი,აუცილებელი და სასწრაფო საჭიროება არ არის.
სოსო
21:38 04-01-2022
0
თურქულ პრესაში 1 მილიონი დაიწერა, რაც ვფიქრობ ცოტაა აზაროვისთვის. დინამომ მეტად უნდა იხეიროს მისით ან დაიტოვოს ერთი სეზონით მაინც
3

სიახლეები პოპულარული