"გენტის" ფეხბურთელები ოსტენდეში ჩაფრინდნენ, სადაც მაშინვე განსხვავებული კლიმატური პირობების წინაშე აღმოჩნდნენ. ესპანეთში ისინი მთელი კვირის განმავლობაში მზის ქვეშ ვარჯიშობდნენ. ტემპერატურა ერთხელ 20 გრადუსზეც კი ავიდა.
ჰაინ ვანჰაიზბრუკმა მრავალფეროვანი პროგრამა შეადგინა. ფეხბურთელებს ხშირად უწევდათ ფიზიკურად და გონებრივად დატვირთვა, მაგრამ მოთამაშეებისგან პრეტენზია არ გაგვიგია.
ერთადერთი მინუსი ის იყო, რომ მწვრთნელს მუშაობა შემცირებულ ჯგუფთან მოუწია, განსაკუთრებით, კვირის ბოლოს. სამი მოთამაშე აფრიკის თასზეა წასული. გარდა ამისა, ხუთი კოვიდშემთხვევა
ბელგიის ჩემპიონატში მე-5 ადგილზე მყოფი "გენტი" 14 იანვარს "კოტრაიკს" უმასპინძლებს.
"ჩაკვეტაძეს იჯარით წასვლა უნდა, მაგრამ..." - ბელგიური პრესა ქართველი ფეხბურთელის მომავალზე წერს
ჩაკვეტაძეს "ალკმაართან" მატჩში მონაწილეობა არ მიუღია
ჩაკვეტაძე გუნდთან ერთად ვალენსიაში დღეში სამჯერადად ვარჯიშობს
ამისათვის სრულიად საკმარისია რომელიმე ვარჯიშიდან მცირე ვიდეო რგოლის ნახვა და პირველი რასაც შეამჩნევთ არის - ძუნძულის დროს სუნთქვა უჩქარდება და ჰაერი არ ჰყოფნის.
შესაბამისად, სუნთქვის პრობლემა აქვს სასწრაფოდ მოსაგვარებელი!
მეორე პრობლემა არის სირბილი - სირბილის ტექნიკა რომ დასახვეწი აქვს მაშინაც კი გამოჩნდა, როდესაც ნაკრებში მარტომ რამდენიმე წუთში გააკეთა უფრო მეტი, ვიდრე ყველა დანარჩენმა ერთად 2 ტაიმის განმავლობაში და რომ არა ტრავმები, ფინალი სხვა შედეგით დამთავრდებოდა.
მესამე არის მენტალური პრობლემა - მწვრთნელს როდესაც ასეთი კრეატიული ფეხბურთელი ზედმეტი დატვირთვით კომფორტის ზონიდან გამოჰყავს, სულ მცირე ის მაინც უნდა გააკეთოს, რომ თამაშის ხარისხი გააუმჯობესებინოს, ან მიხვდეს, რომ უმჯობესია ფეხბურთელის კრეატიულობა გამოიყენოს და სხვა ფეხბურთელების მსგავსად დატვირთვით „სიკვდილამდე“ არ მიიყვანოს.
მეოთხე პრობლემა არის მთავარი მწვრთნელის მოთხოვნა 2 ტაიმის განმავლობაში სხვებივით წინ და უკან შეუსვენებლად სირბილი...
მარტო მოთხოვნით ეს პრობლემა არ გვარდება. საჭიროა კომფორტის ზონიდან გამოყვანის ნაცვლად მწვრთნელმა ან დამხმარემ (ძირითადად მენტალური მომზადების მწვრთნელმა) კომფორტის ზონის გაფართოვება ასწავლოს.
რაც ნიშნავს - გონებიდან ნაკლებადეფექტური პროგრამის წაშლას და მაქსიმალურად ეფექტური ინდივიდუალური პროგრამის ჩაწერის სწავლებას!
გავმეორდები: ამისათვის გიორგის კომფორტის ზონიდან გამოყვანის მაცვლად კომფორტის ზონის გაფართოვების სწავლება არის საჭირო!
კიდევ რამდენიმე პრობლემას ვხედავ, მაგრამ ვფიქრობ უკვე თავი შეგაწინეთ...
გიორგის წარმატებას ვუსურვებ და ქართული ფეხბურთისათვის უკეთესი დროების დადგომას დაველოდები!