კაპიტანმა ვაჩიბერაძემ გაიტანა - "ჩერნომორეცმა" გაიმარჯვა

AutoSharing Option
"ჩერნომორეცს" ახალი მფლობელები და ახალი მწვრთნელი რომან გრიგორჩუკი ჰყავს, რომელმაც შემადგენლობა სერიოზულად გადაახალისა, გიორგი წიტაიშვილი და ბექა ვაჩიბერაძე კი გუნდში დატოვა.

თურქულ შეკრებაზე ოდესელებმა პირველ ამხანაგურ მატჩში პოლონური "ლეხია" 2:0 დაამარცხეს. თამაში უჩვეულო, 4-ტაიმიან (30-წუთიან) ფორმატში ჩატარდა.

სასტარტოში იყო წიტაიშვილი. პირველ ტაიმში ანგარიში დმიტრი იუსოვმა გახსნა. მესამე ტაიმში შემადგენლობა შეიცვალა, მოედანზე გუნდის კაპიტანი ვაჩიბერაძე შევიდა, რომელმაც სწრაფი კონტრშეტევა გოლით დააგვირგვინა.

22 იანვარს, მორიგ სპარინგში, "ჩერნომორეცი" კოსოვოს "დრიტას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული