"ვალენსიას" მეკარის იჯარა ჩაიშალა - კონკურენცია მძაფრდება

AutoSharing Option
ესპანური eldesmarque-ის თანახმად, "ვალენსიას" სათადარიგო მეკარე კრისტიან რივეროს აშშ-ში იჯარის საკითხი ჩაეშალა და ხელმძღვანელობა ცდილობს, მისით ესპანური კლუბები დააინტერესოს.

გამოცემა წერს, რომ გასული წლის ივნისში რივერომ ხელშეკრულება 2 წლით გაახანგრძლივა და 23 წლის მეკარე "ღამურებში" 2023 წლამდე რჩება, თუმცა მისი მდგომარეობა გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერის შემდეგ შეიცვალა.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის ასეთი ვითარებაა - იასპერ სილესენს კორონავირუსი დაუდასტურდა, "კოპა დელ რეიზე" კი ხაუმე დომენეკმა ითამაშა. გიორგი მამარდაშვილი დიდი ხანია, რაც მინდორზე არ გვიხილავს და იმედია, ამ პერიოდში მაინც როტაციაში მოხვდება და სასტარტოში
იქნება. რივერო გუნდის მე-4 მეკარედ მიიჩნევა და თუკი იჯარის საკითხი ვერ მოაგვარა და არაფერი შეიცვალა, უთამაშებლობა ემუქრება.

altსილესენი "ომიკრონით" დაინფიცირდა - ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი

alt"ვალენსიას" ჩერიშევმა მოაგებინა, მამარდაშვილის კონკურენტი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა [VIDEO]

 

მკითხველის კომენტარები / 4 /
ვალენსია ბ-ში მაინც ათამაშონ თორემ ეგრე უთამაშებლობა ძაან ცუდია.
რრრ
18:16 19-01-2022
0
ჩვენ ყველას გვიხარია,რომ ვალენსიას რიგებში ირიცხება გიორგი,მაგრამ მხოლოდ კლუბის სახელს რა აზრი აქვს თუ სათამაშო პრაქტიკა არ ექნება... 4 თვეა უკვე არ უთამაშია და სკამზე უწევს ჯდომა. Ამას ჯობია სანამ დროა იჯარით გაუშვას ვალენსიამ სადმე სეზონის ბოლომდე,თუნდაც სეგუნდა დივიზიონის კლუბში,რომ ჰქონდეს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა.ან თუ მომავალ სეზონშიც დარჩა სილესენი გუნდში მაშინ ზაფხულში გაუშვას იჯარით ლა ლიგის ან ლა ლიგა 2-ის კლუბში,რათა სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს და ტონუსი..მხოლოდ კლუბის სახელს არ აქვს მნიშვნელობა,მთავარია რამდენი დრო გეძლევა იქ..იგერ ლუნინი თუნდაც რეალში ირიცხება მაგრამ აზრი?ღრმა სათაარიგოთა მეკარეა.
გიორგი-ბათუმი 97
19:13 19-01-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული