სილესენი ტრავმის გამო შეცვალეს - მამარდაშვილი მაინც არ ათამაშეს

AutoSharing Option
ლა ლიგის 21-ე ტურში „ვალენსიასა“ და სევილიას“ მატჩი 1:1 დასრულდა.

„ღამურების“ მეკარე იასპერ სილესენი კორონავირუსისგან განიკურნა და მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა სასტარტო შემადგენლობაში დააყენა, მაგრამ ნიდერლანდელი უკვე მე-18 წუთზე კუნთის ტრავმის გამო შესაცვლელი შეიქნა და ის ხაუმე დომენეკმა შეცვალა. გიორგი მამარდაშვილი სათადარიგო იყო. მას არც თასზე ათამაშებენ და გუნდის მესამე გოლკიპერია.

„სევილია“ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა და დიაკაბის ავტოგოლით დაწინაურდა, პირველი ტაიმის დასასრულს კი გედეშმა ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმში ანგარიში არ შეიცვალა და „ვალენსიამ“ ქულა მოიპოვა.

„ვალენსია“ 29 ქულით მე-9 ადგილზეა და
23 იანვარს მადრიდში „ატლეტიკოს“ შეხვდება.

ვალენსია. „მესტალია“. 26 049 მაყურებელი
ვალენსია - სევილია 1:1
გოლები: 0:1 დიაკაბი (7, საკ. კარში), 1:1 გედეში (44)
გაძევება: ხოსე გაია (89, ვალენსია)

მკითხველის კომენტარები / 2 /
იმედია ახალგაზრდულ შემადგენლობაში მაინც უწევს თამაში.იმედი ვიქონიოთ,რომ დომენეკს ტრავმას არ ვუსურვებ,მაგრამ ვთქვათ წითელ ბარათს მიიღებს,ან გაცივდება,სანამ სილესენი გამოჯანმრთელებულა და გიორგის მოუწევს გამოსვლა,თანაც კარგად ითამაშებს.დღეს ალბათ ეს არის მისი შანსი,რომ კვლავ მოუწიოს ძირითადში დაყენება.
სოსო
14:40 20-01-2022
5
მადა გაგვეზარდა? ათამაშებენ,ტყუილად არ გადაიხადეს ფული.
Levani
04:35 20-01-2022
2

სიახლეები პოპულარული