"რუბინი" წლის პირველ მატჩს კვარაცხელიას გარეშე ჩაატარებს

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინი" 2022 წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრაში ვორონეჟის "ფაკელს" დაუპირისპირდება. მატჩი თურქეთის საწვრთნელ შეკრებაზე შედგება. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის მეტოქე პრემიერლიგაში აღზევების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. დაპირისპირებას ქართველი გარემარბი გამოტოვებს.

როგორც მოგეხსენებათ, ლეონიდ სლუცკიმ ზოგიერთ მოთამაშეს ინდივიდუალური მზადების გეგმა შეუდგინა. დღევანდელ შეხვედრას აბდილგორი, სამოშნიკოვი და დრაიერიც დააკლდებიან. ყაზანელთა სპეციალისტი თავის გამოჩენის საშუალებას სათადარიგო მოთამაშეებს მისცემს.

28 თებერვალს, რუსეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში, მეათეადგილოსანი "რუბინი" ლიდერ "ზენიტს" ესტუმრება.

altკვარაცხელიას გასხვისებით "რუბინი" მაინც იხეირებს - Euro-football

altკვარაცხელიამ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად თანაგუნდელი დაასახელა

altხვიჩა კვარაცხელია ჯუღელზე,

ქართველ ფეხბურთელებსა და "იუვენტუსთან" არშემდგარ მოლაპარაკებაზე საუბრობს

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვერ ვხვდები რატომ არ ითამაშა და ეს ინდივიდუალური პროგრამა რა შუაშია.
ინდივიდუალურად ტრავმის დროს ავარჯიდებენ ზოგადად.
რა გადატვირთვაზეა საუბარი, როცა ერთი თვე ისვენებდა.
პრემიერ ლიგაში რომ უნდა წასვლა, იქ სამ დღეში ერთხელ მოუწევს თამაში და გაუძლებს?
დეკემბერში ჩაატარა ბოლო მატჩი და რაღა დროს გადატვირთვაზე საუბარია.
ან ტრავმა აქვს და ან რაღაცას არ გვიმხელენ.
Winter
18:02 20-01-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული