მამარდაშვილი წონის გამო განაცხადშიც არ შეიყვანეს, მისი კონკურენტის შეცდომას გულშემატკივრები გამოეხმაურნენ

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიასთან" ერთად მადრიდში, "ატლეტიკოსთან" შესახვედრად არ ჩასულა. Plazadeportiva-ს თანახმად, ბორდალასი ასე ქართველი მეკარის ჭარბი წონის გამო მოიქცა.

"ღამურების" მწვრთნელმა ბოლო დროს დისციპლინა გაამკაცრა. მანამდე, ამავე მიზეზით დასჯილი ურუგვაელი მაქსი ლოპესი იყო, რომელმაც სიმეონეს გუნდთან დრამატულად (2:3) წაგებულ მატჩში დასკვნითი 19 წუთი ითამაშა.

მამარდაშვილი განაცხადში კრიშტიან რივერომ შეცვალა. მადრიდში ასევე, მეორე  გუნდის მეკარე ჩარლი პერესი გაემგზავრა. მოგეხსენებათ, იასპერ სილესენი ტრავმირებულია. 

მადრიდელთა მეორე გოლის დროს მეკარე დომენეკმა აშკარა შეცდომა დაუშვა, რასაც მატჩის შემდეგ, "ვალენსიას" გულშემატკივრები სოციალურ ქსელებში მიუთითებდნენ.

ვნახოთ, როგორ
შეიცვლება მამარდაშვილის მდგომარეობა, "ვალენსია" ჯერ თასზე "კადისს" უმასპინძლებს (3 თებერვალს), შემდეგ კი ჩემპიონატში "სოსიედადს" (6 თებერვალი).

მომზადებულია Plazadeportiva-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 33 /
თუ ოდნავ მაინც აზროვნებს სჯობია მოსთხოვოს კლუბს იჯარით ისეთ გუნდში გაშვება სადაც მეტი პრაქტიკა ექნება, თორემ ვალენსიაში ასე სულ სათადარიგო იქნება
მამუკა
22 იანვარი 2022 21:40
1
რათქმა უნდა წონა სისხარტეს უმცირებს, ეს შესამჩნევიც იყო -ნახტომის შემდეგ უგვიანდებოდა წამოდგომა ( ან -ცრუ მანევრის შემდეგ პოზიციის შეცვლა)
გუსანი
22 იანვარი 2022 21:14
1
რა ჭარბი წონაა რა სისულელეაა @@@ აი ესეც თქვენი ევროპა @ სად ხართ პროევროპულად პრაძვინუწო პაწრიოწებო ? ასეთი რამე რუსებს რომ გაეკეთებინათ არიქააა პუტინი ძორავს ქართველ ფეხბურთელსო !!(კვარაცხელიაზე რომ დააბრეხვეს ვიღაცა იდიოტებმმა --პუტინი ძირავს სპეციალურადო ვალერი გაზაევს დაავალაო !!!!!) შეიგნოს უნდა ყველამ რომ ქართველი ფეხბურთელი არ უნდა წავიდეს ევროპაში ასე ბრმად და დაუფიქრებლად ! აგერ ჩაკვეტაძეს რაც უქნეს ყველა ვხედავთ @@@
zura222
22 იანვარი 2022 20:29
37
შენ პრორუსულად მოაზროვნე ხარ? კი გეტყობა ძაან ჭკვიანი და მცოდნე რომ ხარ, მაგრამ რად გინდა გაგინადგურეს ნერვები ამ პროევროპულად მოაზროვნეებმა.
ვანია
23 იანვარი 2022 03:10
6
ზურიკელა,ბიჭო,რა გადარდებს ასე რუსეთი? შენ რომ ოხრახუში და მჟავე მანდარინი ჩეიტანე ვორონეჟის, ამიტომ ნუ გადაგვაყოლებ მაგათ.
ჟორა
23 იანვარი 2022 02:06
5
ყველა გამოხმაურება
თუ ხედავენ,რომ წესიერად არ ვარჯიშობს,რისთვის გამოისყიდეს?ხოლო თუ ვარჯიშობს,წონის სიჭარბე საიდან უნდა ჰქონდეს?არც ის მგონია,რომ გული აუცრუვდა და აღარ მუშაობს.ალბათ ეს წონა გიორგის ჩვეულებრივი წონაა,მწვრთნელს კი,უფრო მეტად დაკლება სურს.შესაძლოა არც ტყუის.საკმაოდ მკვრივი აღნაგობის ბიჭია,გიორგი და განმეორებით დარტყმებზე,ცოტა მეტი სისხარტე არ აწყენდა.
სოსო
22 იანვარი 2022 19:24
1
არანაირი ჭარბი წომა არაა აქ ! უბრალოდ ვერ გაუძლო ფსიქოლოგიურად ასე უცბად ტოპ ლიგის თამაშებს და ბოლო თამაშში უაზრო გოლები რო გაუშვა იმიტომ ჩააჩოჩეს მეოთხე მეკარედ @ ევროპაა ეგ და არავინ არ დაუწყებს ლოლიავს @
zura222
22 იანვარი 2022 20:32
1
დასანანია
ისიდორე
22 იანვარი 2022 19:18
2
ყველაფერი გამოცდილებიდან მოდის, ესაც გამოცდილებას შემატებს გიორგის და მომავალში უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება ამ ნიუანსს.

წარმატებები გიორგის და მალე ვალენსიას მთავარი გოლკიპერი ყოფილიყოს.
ფეხბურთი
22 იანვარი 2022 19:16
2
ძალიან დასანანია...
დათო
22 იანვარი 2022 17:54
3
გადაუვლიან და გადმოუვლიან ახლა. აზარსაც და ნეიმარსაც ჰქონდათ წონის პრობლემები მერე?
ეს ორი უკიდურესი დამოკიდებულება რა იცით?
ან რადგან ქართველია იმიტომ რომ ათახსირებთ და ან პირიქით, რადგან ქართველია მარტო იმიტომ აქებთ.
ნეტა ამ ხალხმა ადეკვატური მიდგომა ისწავლოს სპორტსმენების მიმართ
Winter
22 იანვარი 2022 17:54
21
და მამარდა აზარია თუ ნეიმარი? რომელიმეს დონის კარიერა ჰქონდა და თავს უფლება მისცა წონა გაქცეოდა? თუ იგივე აზარმა მოიგო ოქროს ბურთი წონის მომატების მერე და ამან მიბაძა?
dato
22 იანვარი 2022 20:25
4
აზარს და ნეიმარს ახალგაზრდობაში არ ქონიათ წონის პრობლემა. ახლა არ თქვა რა მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდა იქნები თუ არაო. აქვს და თან დიდი. ახალგაზრდა ფეხბურთელს შესაფერისი წონა უნდა გქონდეს.
აკაკი
22 იანვარი 2022 19:47
4
ყველა გამოხმაურება
რა ტყუილად ლანძღეს თავის დროზე ქეცბაია, თურმე მწარე სიმართლეს გვეუბნებოდა!
მწარე სიმართლე
22 იანვარი 2022 17:47
8
ტიპიური ქართული მიდგომა საქმისადმი
თემო
22 იანვარი 2022 17:38
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული