"ტექნიკური და შემოქმედებითი ჩაკვეტაძე გაგვაძლიერებს" - "ჰამბურგი" ქართველს მიესალმება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ჰამბურგი" "გენტიდან" ექვსთვიანი იჯარით აყვანილ ახალწვეულ გიორგი ჩაკვეტაძეს კლუბის საიტზე გამოქვეყნებული კლიპით მიესალმა.

"ჩაკვეტაძე მოქნილი, შემტევი ფეხბურთელია, ტექნიკური და მეტოქის კართან სახიფათო. გიორგის საფეხბურთო გზას უკვე კარგა ხანია ვაკვირდებით. მისი მეშვეობით საიერიშო პოტენციალს გავაფართოებთ", - განაცხადა კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიხაელ მუტცელმა ნახევარმცველზე.

ჩაკვეტაძეს უკვე ხვალ შეუძლია "მიდტიულანდთან" ამხანაგურ მატჩში მიიღოს მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩემი ყველა პროგნოზი გამართლდა ველოდი რომ ამ ზამთარში კლუბს შეიცვლიდა ველოდი რომ აუცილებლად გადავიდოდა ან ლიგა 2 ში ან სეგუნდაში ან მე 2 ბუნდესლიგაში,თუმცა გადასვლა ერთია მაგრამ მე ნამდვილად არ მაქვს იმის ილუზია რომ ჰამბურგში გიორგისთვის იქნება მარტივი შემადგენლობაში მოხვედრა ჰამბურგი მართლა ბოლო წლებში ვერ ბრწყინავს მაგრამ იყო დრო რომ გერმანული ფეხბურთის ერთ ერთი გრანდი იყოო და ზოგადად გერმანიაში დისციპლინას აქცევენ უდიდეს ყურადღებას და იქ გაცილებით მეტად მოთხოვენ ვიდრე ბელგიაში თხოვდნენ აგერ გიორბელიძეც გადავიდა დრეზდენში მაგრამ სულ სკამზე ზის მთელი სეზონია და ასე რომ თუ არ იშრომებს არ მოინდომებს და არც ჩადებს ყველაფერს არც აქ ექნება გარანტირებული ადგილი ძირითადში წარმატებებს ვუსურვებ ახალი გუნდი ახალი ჩემპიონატი ყველაფერი მსაზეა დამოკიდებული.
ზაზა
02:54 28-01-2022
1
თავისუფლება სააკაშვილს
51

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული