ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელი ჩრდ. მაკედონიაში ითამაშებს

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" ყოფილი მცველი, 25 წლის გაგი მარგველაშვილი ჩრდ. მაკედონიურ "შკუპში" ჩაირიცხა - ამის შესახებ სკოპიელთა ოფიციალური გვერდი იუწყება. ხელშეკრულება 2-წლიანია.

"შკუპის" ცენტრალურმა მცველმა აბდულ რვატუბაიემ ხანგძლივი ტრავმა მიიღო და კლუბის ხელმძღვანელობამ მისი შემცვლელი სწრაფად იპოვა.

მარგველაშვილი საქართველოს 2-გზის ჩემპიონია - ჯერ "საბურთალოს", ახლა კი "დინამოს" რიგებში, თუმცა ბათუმელთა შემადგენლობაში მას თამაშის შესაძლებლობა  იშვიათად ეძლეოდა. ახალწვეულიი გახარებულია:

"აქ ძალიან კარგი ატმოსფეროა, უაღრესად პროფესიონალი მწვრთნელი. "შკუპს" ბევრი გააქვს და ცოტას უშვებს. გვსურს, ჩემპიონატში გავიმარჯვოთ და ევროტურნირებზე წარმატებას მიაღწიოთ."

ჩრდ. მაკედონიის ჩემპიონატი
13 თებერვალს განახლდება, პირველადგილოსანი "შკუპი" მეორეზე მყოფ "პანდევის აკადემიას" დაუპირისპირდება, რომელსაც 7 ქულით აღემატება. მარგველაშვილის ახალ კლუბს ოქროს მედლების მოპოვებისა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლის საკმაოდ კარგი შანსი აქვს.

altსაქართველოს ნაკრების ფორვარდი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს

altბათუმის "დინამოს" შემადგენლობა პოლონელებთან სპარინგისთის

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული