გერმანელები ჩაკვეტაძეზე ისევ წერენ - თასზე იაშვილის ყოფილ კლუბთან

AutoSharing Option
გერმანულ მედიაში "ჰამბურგის" ახალწვეულ გიორგი ჩაკვეტაძეზე საკმაოდ ბევრს წერენ.

TAG24:


"შესაძლოა, ჩაკვეტაძეს თავისი უნარების შეზღუდული დროით დამტკიცება მომავალ შეხვედრაში, ლიდერ "დარმშტადტ 98-თან" (6 თებერვალი) მოუწიოს.

მაისნერი თუ ვინცჰაიმერი - რომელი ფორვარდი შეიცვლება იანვარში? სონი კიტელი "ჰამბურგის" ნამდვილად ყველაზე შემოქმედებითი ნახევარმცველია, რომელიც ახლა დისკვალიფიცირებულია, დევიდ კინსომბს კი ძვლის დაჭიმულობა აწუხებს.

მთავარი მწვრთნელი ვალტერი ამბობს:

"გიორგის ნამდვილად შეუძლია დაგვეხმაროს იმით, თუ როგორ შემოქმედებით ფეხბურთს თამაშობს. ის ძალიან კრეატიული და საშიშია."

გიორგი ჩაკვეტაძეს ბოლო წლებში ტრავმები აწუხებდა და "გენტში" იშვიათად ენდობოდნენ - ბოლო 2.5
წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრების წევრმა მხოლოდ 20 მატჩი ჩაატარა ამ ლიგაში და 731 წუთი ითამაშა - სერიოზული ტრავმების გამო."

ამასობაში, გერმანიის თასის მეოთხედფინალში "ჰამბურგის" მეტოქე გაირკა და ის "კარლსრუე" იქნება. ამ კლუბში ალექსანდრე იაშვილი გამოდიოდა. შეხვედრა 1-ელ ან 2 მარტს შედგება და მას ჩაკვეტაძე და მისი თანაგუნდელები საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ.

altგერმანული მედია ჩაკვეტაძეს კონკურენტს ადარებს - "დარმშტადთან" თამაშის შანსი

მკითხველის კომენტარები / 12 /
ახლა შენ იცი გიორგი! ბევრი შრომა
და რა თქმა იღბალი რომ პრობლემებს აგარიდოს! დიდი ტრადიციების გუნდია ჰამბურგი. გესახელებინოს თავი! უფალი შეგეწიოს! მოკლედ, აწი ვქოგობთ ჰამბურგშპორტვერაინს! ჰა-ეს-ვო! ჰა-ეს-ვო! ))))
0
Რა თქმა უნდა კიგანიც...წყეულიმც(ვხუმრობ რა თქმა უნდა)იყოს,აგვაწიოკა...
Და დავით მუჯირის გოლიც მახსოვს გაბელიას კარში და ამ მომენტის ამსახველი სურათიც მაქვს რომელიღაც გაზეთიდან-გაბელია ნახტომში და მუჯირის გაოცებული სახე.
Კალცი კი დინამოზე ვნახე და სირბილიც კი სხვანაირი ჰქონდა,ჩაწეული გეტრებით თამაშობდა.მოთელვაზე რო გამოვიდა ცხენი ფლოქვებით რო ბალახს გლეჯს ისე გლეჯავდა რო დარბოდა.მხეცი იყო!
jordan beli
19:53 31-01-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული