გერმანელები ჩაკვეტაძეზე ისევ წერენ - თასზე იაშვილის ყოფილ კლუბთან

AutoSharing Option
გერმანულ მედიაში "ჰამბურგის" ახალწვეულ გიორგი ჩაკვეტაძეზე საკმაოდ ბევრს წერენ.

TAG24:


"შესაძლოა, ჩაკვეტაძეს თავისი უნარების შეზღუდული დროით დამტკიცება მომავალ შეხვედრაში, ლიდერ "დარმშტადტ 98-თან" (6 თებერვალი) მოუწიოს.

მაისნერი თუ ვინცჰაიმერი - რომელი ფორვარდი შეიცვლება იანვარში? სონი კიტელი "ჰამბურგის" ნამდვილად ყველაზე შემოქმედებითი ნახევარმცველია, რომელიც ახლა დისკვალიფიცირებულია, დევიდ კინსომბს კი ძვლის დაჭიმულობა აწუხებს.

მთავარი მწვრთნელი ვალტერი ამბობს:

"გიორგის ნამდვილად შეუძლია დაგვეხმაროს იმით, თუ როგორ შემოქმედებით ფეხბურთს თამაშობს. ის ძალიან კრეატიული და საშიშია."

გიორგი ჩაკვეტაძეს ბოლო წლებში ტრავმები აწუხებდა და "გენტში" იშვიათად ენდობოდნენ - ბოლო 2.5
წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრების წევრმა მხოლოდ 20 მატჩი ჩაატარა ამ ლიგაში და 731 წუთი ითამაშა - სერიოზული ტრავმების გამო."

ამასობაში, გერმანიის თასის მეოთხედფინალში "ჰამბურგის" მეტოქე გაირკა და ის "კარლსრუე" იქნება. ამ კლუბში ალექსანდრე იაშვილი გამოდიოდა. შეხვედრა 1-ელ ან 2 მარტს შედგება და მას ჩაკვეტაძე და მისი თანაგუნდელები საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ.

altგერმანული მედია ჩაკვეტაძეს კონკურენტს ადარებს - "დარმშტადთან" თამაშის შანსი

მკითხველის კომენტარები / 12 /
სწორი გადაწყვეტილება იყო გენტიდან წამოსვლა იქ ფაქტიურად არ უწევდა თამაში მწვრთნელი არ ენდობოდა მის პოზიციაზე იყო დიდი კონკურენცია თუ სეზონის ბოლომდე სკამზე მოუწევდა ჯდომა ფლიქოლოგიურადაც ძალიან რთულია ისეთ გუნდში ყოფნა სადაც არ გენდობიან თამაშის დროსაც ეტყობოდა ჩაკეტაძეს ეს ყველაფერი მაქსიმალურად ფრთხილად თამაშობდა ცდილობდა რომ შეცდომა არ დაეშვა თავის თავზე არ იღებდა თამაშს ცდილობდა ბურთ არ დაეკარგა რომ თამაშის მერე მწვრთნელისგან შენიშნვნა და კრიტიკა არ მიეღო ზოგადად ასეთი სიტუციაში რთულია მე 2 ბუნდესლიგა და დღევანდელი ჰამბურგი არ არის იმ დონის გუნდი და აქ არც კონკურენცია ისეთი რომ ჩაკვეტაძეს გაუჭირდეს ძირითადში მოხვედრაა თუ იშრომებს თავს გამოიჩენს ვარჯიშებზე და დანახებს მწვრთენელბს თავის შესაძლებლობებს ბოლომდე ვარჯიშზე და თამაშებზეც მას სკამზე არავინ დასვამს.
გიო
14:25 31-01-2022
1
ჰამბრუგი ძალიან ტიტულოვანი და ცნობილი გუნდია გერმანიაში თავის დროზე გერმანული ფეხბურთის ერთ ერთი გრანდი იყო 70-80 იან წლებში დაფრინავდა არაერთხელ აქვს მოგებული გერმანის ჩემპიონატი და თასი აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა თასების თასი ერთი სიტყვით დიდი ისტორია აქვს ამ გუნდს როდესაც ჰამბურგი გავარდა პირველი ბუნდესლიგიდან ამის შემდეგ ყველა წამყვანმა მაღალი კლასის ფეხბურთელმა დატოვა გუნდი როგორც ხდება ხოლმე ასევე გუნდს შეუმცირდა სპონსორობაც დღევანდელ ჰამბურგში ჩაკვეტაძის ნიჭის ტალანტის და გამოცდილების მქონე ფეხბურთელს წესით არ უნდა გაუჭირდეს ძირითადში დამკვიდრება ყველაფერი მასზეა დამოკიდებული იმედი მაქვს რომ ახალ გუნდში გადასვლა გარემოს შეცვლა და ახალი ჩემპიონატი კარიერაში მისთვის შემობრუნების წერტილი გახდება გერმანელებს კარგად შეუძლიათ ტაქტიკურად და ფიზიკურად ფეხბურთელების მომზადება მთავარია გახდეს ძირითადის ფეხბურთელი შედეგიანად ათამაშდეს და ამით ნაკრებსაც დაეხმარება და მისი საკლუბო კარიერისთვისაც ძალიან კარგი იქნება ეს ყველაფერი წატმატებებს ვუსურვებ. ზოგადად ვინც იყვნენ გერმანიაში ქართველები ნიჭიერები და შრომაც არ ეზარებოდათ ყველამ ითამაშა კობიაშვილი იაშვილი ცქიტიშვილი არველაძე ცხადაძე არ არის ქართველებისთვის ცუდად დაცდილი ჩემპიონატი.
ზაზა
14:15 31-01-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული