"ექნება თუ არა დებიუტი "დარმშტადთან" შეხვედრაში "გენტიდან" იჯარით ახლად გადმოსულ გიორგი ჩაკვეტაძეს? ქართველი ნახევარმცველით მთავარი მწვრთნელი ტიმ უოლტერი ნამდვილად აღფრთოვანებულია.
"ჰამბურგის" თავკაცი ამბობს: "გიორგი ბურთთან ერთად თამაშში კარგად ერკვევა, მაგრამ მთლიანობაში, დაცვითი სამუშაოების შესრულების დროს ბევრი უნდა ისწავლოს. უახლოეს შეხვედრაში მასზე დაყრდნობით პრობლემას ვერ ვხედავ."
Fussball-news-ი კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილს ესაუბრა, რომელმაც კარიერის დიდი ნაწილი გერმანიაში გაატარა:
"შემიძლია, "ჰამბურგს" მხოლოდ მივულოცო გიორგის ტრანსფერი. ის მათ დაეხმარება. გარკვეული უიღბლობის, განსაკუთრებით
გიორგი ჩაკვეტაძეზე გერმანული მედია საკმაოდ ვრცლად წერს. "ჰამბურგი" ლიდერ "დარმშტადს" 6 თებერვალს, თბილისის დროით 16:30 საათზე დაუპირისპირდება.
გერმანელები ჩაკვეტაძეზე ისევ წერენ - თასზე იაშვილის ყოფილ კლუბთან
გერმანული მედია ჩაკვეტაძეს კონკურენტს ადარებს - "დარმშტადთან" თამაშის შანსი
Ერთი ანანიძეც დაიქოქოს რა და მერე გამოუშვით მაკედონია და ბულგარეთი...