სიტუაცია შეიცვალა - ჩაკვეტაძეს სასტარტოში მოიაზრებდნენ, თუმცა მას ვარჯიშის გამოტოვება დასჭირდა

AutoSharing Option
გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ გერმანული მედია, ფაქტობრივად, ყოველდღიურად წერს. 

Op - online:

"ჰამბურგის" ერთადერთ ახალწვეულს შანსი ექნება, სონი კიტელის არყოფნით ისარგებლოს და მეორე ბუნდესლიგის ლიდერთან სასტარტო შემადგენლობაში იყოს.

გუნდის ახალი ლიდერი სონი კიტელი მეხუთე ყვითელი ბარათის გამო დისკვალიფიცირებულია. გარდა ამისა, "ჰამბურგის" ფეხბურთელებს ტრავმები კვლავ აწუხებთ, რაც ქართველი ნახევარმცველის სასტარტო თერთმეტეულში ყოფნის შანსებს ზრდის.

ვალტერის გუნდში მომხდარი სატრანსფერო კატასტროფა, ალბათ, კიდევ დიდხანს იქნება განხილვის საგანი - მათ ერთადერთი ფეხბურთელის შეძენა მოახერხეს."

Mopp-ის თანახმად, სიტუაცია შეიცვალა - გიორგის ნაცვლად სასტარტოში დავიდ კინსომბს უნდა
ველოდოთ, რადგან ჩაკვეტაძეს ორგანიზაციული საკითხების გამო ბელგიაში ჩასვლა და შესაბამისად, ვარჯიშის გამოტოვება დასჭირდა.

მეხუთეადგილოსანი "ჰამბურგი" დარმშტადს" 6 თებერვალს ესტუმრება.

altBILD: მწვრთნელი ჩაკვეტაძით აღფრთოვანებულია - იაშვილი "ჰამბურგს" ულოცავს

მკითხველის კომენტარები / 8 /
რა გუნდები თამაშობენ II ბუნდესლიგაში: ჰამბურგი, შალკე, ვერდერი !
შაკო
15:37 03-02-2022
1
ცხენით ხომ არ წავიდა? გადაფრინდება და გადმოფრინდება ერთ დღეში. უვარჯიშებლადაც გაიტანს გოლს!
ფირუზა
15:55 03-02-2022
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული