6 თებერვალს "ჰამბურგი" მეორე ბუნდესლიგის 21-ე ტურში ლიდერ "დარმშტადს" გასვლაზე დაუპირისპირდება და დიდი ალბათობით, სტუმართა გუნდში ოფიციალურ მატჩში გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი შედგება. საკითხავი მხოლოდ ისაა, მწვრთნელი ტიმ ვალტერი მას სასტარტოში დააყენებს თუ შეცვლაზე შეუშვებს.
მომავალ შეხვედრაზე ყურადღება "ბილდმა" გაამახვილა და ქართველის თამაშის შესაძლებლობაც განიხილა:
"ეს შეხვედრა "ჰამბურგისთვის" უმნიშვნელოვანესია. წაგება აკრძალულია! მიზეზი ისაა, რომ მარცხის შემთხვევაში "დარმშტადს" 8 ქულით ჩამორჩება.
ვალტერი ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთ პოზიციაზე განახორციელებს ცვლილებას - დისკვალიფიკაციის გამო სონი კიტელი ვერ ითამაშებს (მე-5 ყვითელი ბარათი მიიღო).
22 წლის
ვალტერმა კლუბის საიტთან გიორგის შესახებ ისაუბრა: "როდესაც ბურთი აქვს, უდავოდ კარგია, მაგრამ ბურთით კიდევ უფრო ინტენსიურად მუშაობა მოუწევს. თუმცა, ჩანს, რომ სწავლა უნდა და ჩემთვის ეს მთავარია.
ბიჭებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ, თამაშის შანსი ყველას აქვს, ამიტომ ამაზე არ ვღელავ".
"დარმშტადისა" და "ჰამბურგის" მატჩი თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.
ნელ-ნელა შევა ფორმაში,დრო სჭირდება უბრალოდ.