შოთა არველაძის "ჰალი" დამარცხდა და შემდეგ ტურში რუნის "დერბის" შეხვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის ჩემპიონშიფის 30-ე ტურში შოთა არველაძის "ჰალ სიტი" საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა "პრესტონთან".

გოლი 51-ე წუთზე 20 წლის თავდამსხმელმა კამერონ არჩერმა გაიტანა.

ნამატჩევს შოთამ შემდეგი განაცხადა: „ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს. თავდაუზოგავად გაისარჯენ. თამაში კარგად დავიწყეთ, თავდაჯერებულად. გოლი მეტოქემ მას შემდეგ გაიტანა, რაც ჩვენი მოკლე პასი ჩაჭრა და მათი ფორვარდი თავისუფალი დავტოვეთ.

ანგარიშის გათანაბრება კუთხურის შემდეგ შეგვეძლო, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. ასეთია ფეხბურთი, ხანდახან მტკივნეულია, თუმცა ეს მორიგ მატჩებში გაგვაძლიერებს და გვინდა წინ ვიყუროთ“.

შეგახსენებთ, "ჰალ სიტიმ" შოთას ამ გუნდში სამწვრთნელო დებიუტისას სახლში "სუონსის"
2:0 სძლია.

"ჰალ სიტი" 32 ქულით მე-19 ადგილზეა (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 8 თებერვალს გასვლაზე "დერბის" დაუპირისპირდება, რომლის თავკაცი უეინ რუნია.

მკითხველის კომენტარები / 13 /
აქ ერთ-ერთ იუზერს ეწერა სწორი კომენტარი. არასწორად რომ მიხვალ გუნდში, შეუძლებელია სწორად წაგივიდეს საქმეო. ძალიან არასწორად გაუშვეს წინა მწვრთნელი. კაცმა მესამე ლოგიდან მეორეში გადმოიყვანა 2021-ში გუნდი. ხოლო წელს გაშვების წინ ლიგის ორი ლიდერი დაამარცზწ ზედიზედ და კაცი მაინც გაუშვეს
სწორად დაწერა ერთმა კომენტარი
01:24 06-02-2022
3
ჯერ სად ხართ. ეს დასაწყისია. იმის მაგივრად კვალიფიკაცია აემაღლებინა სადმე ევროპაში ასისტენტად თუნდაც, ან შედარებით მოკრძალებული ევროპული კლუბია მწვრთნელად, წავიდა საფეხბურთო თვალსაზრისით განუვითარებელ უზბეკეთში ფულისთვის. ამაზე არავინ წერს… ესაა სიმართლე. ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი როგორც მწვრთნელს, იმედია ფულს აღარ დახამდება აწი. წარმატებები
სერიოჟა
01:01 06-02-2022
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული