საქართველოს ნაკრების შემტევი მარცხენა მცველად გადააკვალიფიცირეს

AutoSharing Option
შეკრებაზე "მეტალისტთან" წაგებული მატჩის შემდეგ "ჩერნომორეცისა" და საქართველოს ნაკრების შემტევმა გიორგი წიტაიშვილმა Ua-football-ს მცირე ინტერვიუ მისცა.

- ყველაფერი კარგადაა. მხოლოდ თურქი მსაჯები ცოტა ტემპს აგდებენ, გამუდმებით რაღაც გაურკვეველ საჯარიმოებს ნიშნავენ, ჩვენ სულ ყვითელ ბარათებს გვიჩვენებენ. არასასიამოვნოა.

ვფიქრობ, ფიზიკურად 90%-ით მზად ვართ. ახლა უფრო სტანდარტულების შესრულებაზე ვმუშაობთ. ჩვენ ცოტა შეცდომა გვქონდა, ორჯერ სტანდარტულიდან გავუშვით. კომბინაციებს ვამუშავებთ, უფრო მეტად ვუტევთ, ახლა მეტი ტაქტიკაა.
- რა თქვა გრიგორჩუკმა, როდესაც კლუბში მოვიდა?
- არაფერი არ თქვა. გვაგრძნობინა, რომ უნდა, თანამედროვე ფეხბურთი ვითამაშოთ. მიგვანიშნა, რომ მხოლოდ
ფიზიკურად კი არ უნდა ვიყოთ მზად, არამედ ყველანი ჭკვიანები უნდა ვიყოთ, ტაქტიკურად კარგად განვითარებულები. ჩვენ ეს ყველას მოგვეწონა. მოტივირებას გვძენს ის, რომ თანამედროვე ფეხბურთს ვითამაშებთ.

- შენი როლი შეიცვალა?
- თქვენ იმაზე მეკითხებით, რომ მარცხენა მცველის პოზიციაზე ვითამაშე? პრინციპში, მე პროფესიონალი ვარ, არასოდეს ცუდად არ ვეკიდები იმას, რომ შეიძლება სხვა პოზიციაზე დამაყენონ. ეს მაღალი კლასის მწვრთნელია. ალბათ, თვლის, რომ მე შემიძლია ამ პოზიციაზე ვიყო სასარგებლო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული