როცა გიორგი მამარდაშვილზე გავიგეთ, რომ ის "ვალენსიას" განაცხადს მიღმა დარჩა (ოფიციალური მიზეზი არ ვიცით), გულზე ხელი დავიდოთ, რამდენად ველოდით, რომ ის ასეთ მოკლე დროში სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდებოდა? თანაც დამაჯერებლად ითამაშებდა და მისი კლუბი, რომელიც საკმაოდ ბევრს უშვებს, მშრალ შეხვედრას გამართავდა...
ბორდალასი ქართველ მეკარეზე საკმაოდ ხშირად
გიორგი თამამია, თუმცა რიგ ეპიზოდებში მაინც იკვეთება, რაც მას აკლია, ეს სწორედ გამოცდილება და სტაბილურად ნდობაა, შემდეგ კი უფრო მარტივი იქნება თითოეული წამის ზუსტად განსაზღვრა - როდის დარჩეს ხაზზე ან ითამაშოს გამოსვლაზე და მსგავსი ნიუანსები. მოგეხსენებათ, ამ თემაზე მის კარში ბენზემას გატანილი გოლის შემდეგ ბევრს მსჯელობდნენ, მათ შორის, "ღამურების" ლეგენდარული კიპერი სანტიაგო კანისარესიც...
ახლა სილესენი დაბრუნდება, ხაუმეც, ალბათ, ყურების ჩამოყრას არ აპირებს და "მამარდასაც" უფრო მეტის გაკეთება მოუწევს, რათა მის სასტარტოში თამაშს უფრო სტაბილური სახე ჰქონდეს. თუმცა ამაში მას მთავარი მწვრთნელიც უნდა "დაეხმაროს"...
გასული უქმეების კიდევ ერთი ფიგურა გიორგი ჩაკვეტაძეა - ფეხბურთელი, რომლის შესაძლებლობების შესაფასებლად მაინც იმ პერიოდს ვიყენებთ, როცა მან საქართველოს ნაკრებს "ერთა ლიგაზე" ულიდერა და მიუნხენის "ბაიერნის" დაინტერესებაზეც კი წერდნენ...
"ჰამბურგის" რიგებში მცირე დროის გამოყოფას ზეიმად არავინ აქცევს, აქ უფრო სხვა ნიუანსები გვენიშნა. რთული სათქმელია, რამდენად მოქმედებდა ამაში კლუბის მაისურის ხასხასა ფერი, მაგრამ გიორგი უფრო გაღიმებული ჩანდა, მოკლე დროში თანაგუნდელებთან შეთამაშება რომ მოუსწრია და მწვრთნელი მისგან რას ითხოვს, ესეც რომ ზუსტად იცის. "გენტის" რიგებში ასეთ ჩაკვეტაძეს ძალიან იშვიათად გაიხსენებთ - ის თითქოს ახლიდან იწყებს...
გიორგის გუნდი საკმაოდ მძლავრი ჩანს და უკანასკნელი გამარჯვებით ბუნდესლიგას კიდევ უფრო მიუახლოვდა. "ჩაკვესგან" პირველი რიგში ტრავმიანობის თავიდან აცილება გვინდა, რათა სრულად რეალიზდეს. რა თქმა უნდა, უმჯობესია სხვის შეცდომებზე ისწავლო, თუმცა საკუთარიდანაც სწორი დასკვნების გამოტანაც დაგვიანებული არ უნდა იყოს. ქართველმა ნახევარმცველმა კარგად უნდა გაიაზროს, რა დააკლდა ბელგიაში ისეთი, რისი შეცვლაც მხოლოდ მას შეეძლო...
თითოეული ლეგიონერის წარმატება იმიტომაც გვიხარია, რომ ამით საქართველოს ნაკრები უკეთესი წარმოგვიდგენია. ორივე გიორგიმ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მათზე გაცემული თითოეული დადებითი სიტყვა კიდევ უფრო მეტად გაამართლონ და შემდეგ მისი "შელამაზება" არ დაგვჭირდეს...
"რატომ ვერ მოვიგეთ? კარში მამარდაშვილი იდგა" - "სოსიედადის" მეკარე
ჩაკვეტაძის მშვენიერი დებიუტი - მონაწილეობა საგოლე ეპიზოდში და "ჰამბურგის" მიერ განადგურებული ლიდერი
მოულოდნელად შეცვლილი სიტუაცია - როცა ინგლისისა და გერმანიის ამბები ქართველების გამო გაინტერესებს...