"ჩერნომორეცისა" და "პოლესეს" მატჩი უკრაინელმა მწვრთნელმა და UA-Футбол-ის ექსპერტმა ალექსანდრ სევიდოვმა შეაფასა და ოდესური გუნდის ფეხბურთელზე, გიორგი წიტაიშვილზე გაამახვილა ყურადღება.
"და ისევ ვნახეთ ექსპერიმენტის გაგრძელება წიტაიშვილისა და ბრაგარუს განაპირა მცველებად. ისევ იყო შეცდომები დაცვაში. იმავე გიომ, როდესაც საკუთარ საჯარიმოსთან დრიბლინგზე წავიდა, ბურთი დაკარგა და გოლი შეიძლებოდა გაეშვათ. რაც უნდა იყოს, ის გარემარბია. გოლიც ლამაზი გაიტანა და რამდენიმეჯერ შექმნა მეტოქის კართან ხიფათი მისთვის კომფორტული პოზიციიდან. მარცხენა ფრთაზე მცველი ჰყავთ სუხოცკი, მაგრამ ჯერ ოპტიმალურ კონდიციებში არ იმყოფება. ამიტომ ტურნირზე ექსპერიმენტი მიმდინარეობს".
წიტაიშვილმა მარჯვენა ფეხით გატანილი გოლის შემდეგ "ინსტაგრამზე" პოსტი გამოაქვეყნა: "მარჯვენა მარცხენა არაა. კიდევ წავავარჯიშებ მარჯვენას".