კვიპროსის ჩემპიონატის მე-15 ტურის გადადებულ მატჩში ქართველების „აპოელმა“ გასვლაზე პაეეკ-ი 3:1 დაამარცხა.
სამი ჩვენებურიდან სასტარტოში მხოლოდ თორნიკე ოქრიაშვილი იყო. პირველი ტაიმი სტუმრებმა 2:1 მოიგეს. ოქრიაშვილმა, რომელმაც შესვენებამდე ითამაშა, პენალტი გაიტანა. თორნიკეს ტრავმა ჰქონდა და აქამდე გოლი ბოლოს ოთხი თვის წინ გაიტანა. მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატის 15 მატჩში 2 გოლია. აღსანიშნავია, რომ სეტყვის გამო მსაჯმა მე-17 წუთზე მატჩი 10 წუთით შეწყვიტა.
ბუბა დაუშვილი და გიორგი ქვილითაია 46-ე წუთზე შევიდნენ შეცვლაზე, "აპოელმა" კი საბოლოოდ 3:1 იმარჯვა.
„აპოელმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, 33 ქულით მეოთხე ადგილზეა და 14 თებერვალს აეკ-ს უმასპინძლებს.
ქვილითაიამ "აპოელს" ოპტიმიზმი მოუტანა - კვიპროსული მედია მატჩის წინ