მამარდაშვილმა "სან მამესზე" გამოცდა ჩააბარა - "ვალენსიამ" სასურველ ფრეს მიაღწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში „ვალენსია“ სტუმრად „ბილბაოს“ დაუზავდა, რომელმაც გათამაშებიდან "რეალი" და "ბარსელონა" გამოაგდო - 1:1.

მწვრთნელი ხოსე ბორდალასი თასზე მუდამ ხაუმე დომენეკს ათამაშებდა, მაგრამ ლა ლიგაზე „სოსიედადთან“ კარგად ჩატარებული შეხვედრის შემდეგ კარში გიორგი მამარდაშვილი ჩააყენა.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა: მე-19 წუთზე დიახაბიმ ბურთი უკან დაუგორა, გიორგიმ ფეხი ააცილა და ბედად, კარს ასცდა. 31-ე წუთზე მან ახლო მანძილიდან უილიამსს არ დაანება გატანა. 37-ე წუთზე კი რაულ გარსიამ ჩაწოდებულ ბურთზე მორიბას ბრძოლა მოუგო და თავურით „ბილბაო“ დააწინაურა. გაშვებული გოლი გილკიპერის
ბრალი არ იყო.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, ბასკები უტევდნენ, ჩვენებურმა მუნიაინის დარტყმული ბურთი აიღო. სტუმრები კონტრშეტევებით პასუხობდნენ და 65-ე წუთზე დურომ ანგარიში გაათანაბრა. ბოლოს ვივიანმა საჯარიმოში დურო წააქცია, მაგრამ მსაჯმა ბასკების კარში პენალტი არ დანიშნა.

მოკლედ, "ვალენსიამ" მძიმე, ნერვულ მატჩში ფრეს მიაღწია, ქართველის თამაში კი შეიძლება საერთო ჯამში დადებითად შეფასდეს.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 3 მარტს „მესტალიაზე“ ჩატარდება. შემდეგ მატჩს კი „ვალენსია“ პრიმერაზე 13 თებერვალს, გასვლაზე „ალავესთან“ გამართავს.

ბილბაო. „სან მამესი“. 42 905 მაყურებელი
ბილბაო - ვალენსია 1:1
გოლები: 1:0 რაულ გარსია (37), 1:1 დურო (65)


მკითხველის კომენტარები / 25 /
რატომ გიკვირთ ჯიგრებო? ჩვენი გაპარტახებული ქვეყნიდან ესპანეთში გადავიდა და მსოფლიოს ერთ ერთ საუკეთესო ლიგაში თამაშობს. როგორ გინდა რომ ყველანაირი გამოწვევა დაძლიო უცებ და ფეხიც არ აგიკანკალდეს რაღაცა მომენტში? დრო ჭირდება და ესპანური გამოცდილება და ყველაფერი დალაგდება. დიდი წარმატებები გიორგის!
კვარაისტი
04:13 11-02-2022
2
კარგია რომ კიდევ ერთი თამაში ჩაეწერა აქტივში, თან ასეთი საპასუხისმგებლო: თასის ნახევარფინალი ბილბაოსთან. ნელნელა გახდება სტაბილურად მეორე მეკარე. შემდეგ სეზონში კიდევ უფრო მეტ დროს მისცემენ და შემდეგ უმთავრდება სილესენს კონტრაქტი.

ფეხის აცილებას რაც შეეხება, მართალია არ იყო სასიამოვნო მომენტი, მაგრამ მცველიც დამნაშავე იყო. ჰაერში აწეული, მხტუნავი ბურთი დაუბრუნა და თან კარის მიმართულებით და არა უფრო მეტად კუთხურისკენ. ამას წინათ ინტერვიუში მამარდას ქართველი თანაგუნდელი ამბობდა დინამოდან, ბავშვობაში ფეხით კატასტროფა იყო გიორგიო. ფეხით რომ იდეალურად ვერ თამაშიბს ვაკენსიაშიც ეცოდინებათ და არ შეიძლებოდა ეგეთი რთული პასის მიცემა
კარგია
04:24 11-02-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული